0 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან.

ლისში სავალუტო შემოდინებების დინამიკა კვლავ ძლიერი იყო. უფრო მეტიც, საერთო გაუმჯობესებასთან ერთად, წინა თვის მნიშვნელოვანი კლების შემდეგ, მცირედით, მაგრამ მაინც აღდგა ექსპორტის რეალური და არა მხოლოდ ფასების მატებით გამოწვეული ზრდა. ასევე საყურადღებოა, რომ ამჯერად, რუსეთსა და უკრაინაში ექსპორტის პოზიტიური დინამიკა დაფიქსირდა, რაც ძირითადად  ალკოჰოლური სასმელების, მსუბუქი ავტომობილებისა და ხილის ექსპორტის შედეგს წარმოადგენდა. ამავდროულად, პირველად, პანდემიის შემდეგ, აშშ დოლარში გამოსახვით, ტურისტულმა შემოდინებებმა მიგრაციის ეფექტის ჩათვლით, 2019 წლის დონეს გადააჭარბა. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ 2019 წლის ივლისში, რუსეთის მიერ ფრენების აკრძალვის გამო, პოტენციურ დონესთან შედარებით, მასპინძლობის სექტორში აქტივობა ნაკლები იყო. ამ მხრივ, უფრო მეტად ინფორმატიული, სეზონური შესწორების გათვალისწინებით, პანდემიამდელი, 2020 წლის იანვრის დონეა, რომლის მიმართებაშიც, 2022 წლის ივლისში, აღდგენა ასევე ძლიერი - 115.9% იყო. ასევე, აღსანიშნავია, რომ ივლისში, გზავნილების დინამიკა უფრო სუსტი იყო, თუმცა მხოლოდ წინა თვეებთან შედარებით და ასევე, ეს მხოლოდ რუსეთის ფაქტორით იყო გამოწვეული რა მხრივაც, ორმაგი აღრიცხვის პრობლემისა და სხვა მიზეზების გამო, შესაბამის შესწორებას წინა თვეებში უკვე ჰქონდა ადგილი.

 

მიუხედავად იმისა, რომ ივლისში იმპორტიც ძლიერი იყო, საქონლით ვაჭრობის, ტურიზმისა და გზავნილების წმინდა შემოდებამ, სეზონური ფაქტორის გამორიცხვითაც კი, დადებითი მაჩვენებელი შეადგინა. ჩვენი მოლოდინია, რომ შემოდინებები კვლავ ძლიერი დარჩება და, შესაბამისად, წინა კვირაში, სებ-ის მიერ 20 მილიონი აშშ დოლარის გაყიდვას, უფრო ბაზრის სენტიმენტების განეიტრალების ნაბიჯად აღვიქვამთ, ვიდრე ვალუტის შესყიდვების დინამიკის შემობრუნებად. უფრო მეტიც, ლარის საშუალო (რეალური ეფექტური) კურსის კუთხით, საქართველოსა და ძირითად სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში მწარმოებელთა ფასების ინდექსის განახლებული მონაცემები და ლარის მიმდინარე კურსი ბოლო პერიოდში ლარის შედარებით ნაკლებ გამყარებაზე მიუთითებს, ვიდრე ეს უფრო ადრინდელ მაჩვენებლებში ფიქსირდებოდა. ამასთან, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი შეფასებით, ინფლაციის მოსალოდნელი მნიშვნელოვანი შემცირება, როგორც ცალკე აღებული ფაქტორი, ლარის კურსის პროგნოზის კუთხით ნეგატიურია.

 

წინა კვირაში ასევე გამოქვეყნდა 2022 წლის მე-2 კვარტალის დასაქმების მაჩვენებლები. მაშინ, როდესაც წინა წლის იმავე პერიოდთან აღდგენა მნიშვნელოვანია, სამუშაო ადგილების ოდენობა ჯერ კიდევ ჩამოუვარდება 2019 წლის შესაბამის დონეს, თუმცა ამ გაანგარიშებაში მიგრაციის ეფექტი არ არის გათვალისწინებული.

 

იხილეთ პუბლიკაციის სრული ვერსია შემდეგ ბმულზე: https://www.tbccapital.ge/ge/publications/all-publications/singleview/30004643-qovelkvireuli-ganakhleba

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები