0 2 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სს „ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრი ყავს

 

დღეს, სს „ლიბერთი ბანკმა“  ბრუნო ბალვანერას სამეთვალყურეო საბჭოში ახალ დამოუკიდებელ წევრად დანიშვნის შესახებ განაცხადა, რომელიც ძალაში შედის 2022 წლის 3 აგვისტოდან.

 

ბრუნო ბალვანერას აქვს 35 წელზე მეტი გამოცდილება საბანკო/საინვესტიციო სფეროში, მათ შორის 23 წელი სხვადასხვა პოზიციებზე EBRD-ში, როგორც სათავო ოფისში (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი), ასევე რეგიონალურ ოფისებში (სანქტ-პეტერბურგი, მოსკოვი, თბილისი და ნურსულთანი). 2013-2018 წლებში ბრუნო ბალვანერა იყო რეგიონალური დირექტორი კავკასიაში, მოლდოვასა და ბელარუსში, რომელიც იმართებოდა თბილისიდან, შემდეგ კი ცენტრალური აზიის რეგიონის მმართველი დირექტორი 2020 წლამდე.

 

ბრუნო ბალვანერას გამოცდილება მოიცავს კერძო სექტორში ინვესტიციებს მდგრადი განვითარების მიმართულებით და ასევე, წარმატებულ ექსპერტულ ცოდნას ინვესტიციების, რისკების, შესაბამისობის, სამართლებრივი, სოციალური და გარემოსდაცვითი სტანდარტების, ინკლუზიურობის და განახლებადი ენერგიის მიმართულებით.

 

ბრუნო ბალვანერას ეკავა რამდენიმე კომპანიის საბჭოს წევრის თანამდებობა, მათ შორის 2020 წლის ბოლოს არჩეული იყო არა-აღმასრულებელ დირექტორად Asaka Bank-ში (უზბეკეთი). ის ამჟამად არის კერძო ინვესტორი ფინტექ მიმართულებით, ჩართულია საერთაშორისო ბიზნესსა და აკადემიურ სწავლებაში და ასევე, არის სტრატეგიის კონსულტანტი.

 

სს ‘ლიბერთი ბანკის’ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მურთაზ კიკორიამ განაცხადა: „სამეთვალყურეო საბჭოს სახელით, მინდა მივესალმო ბრუნო ბალვანერას ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში გაწევრიანებას. ბრუნოს დიდი გამოცდილება ფინანსურ სექტორსა და ფინტექში, ინვესტიციების, ციფრული ფინანსებისა და სტრატეგიის გამოცდილებასთან ერთად, ფასდაუდებელი იქნება ბანკის მიერ დასახული ზრდის გეგმის მისაღწევად. დარწმუნებული ვართ, ბრუნოსთან მჭიდრო თანამშრომლობით, ბანკი კიდევ უფრო ეფექტურად გააგრძელებს პოზიტიურ ცვლილებებს თავისი მომხმარებლებისთვის, თანამშრომლებისთვის და ყველა დაინტერესებული პირისთვის. ლიბერთისთვის ეს არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი საქართველოში ერთ-ერთ გამორჩეულ ფინანსურ ინსტიტუტად ჩამოყალიბების გზაზე.’

 

სს ‘ლიბერთი ბანკის’ სამეთვალყურეო საბჭოს ახალმა წევრმა, ბრუნო ბალვანერამ განაცხადა:

„მოხარული ვარ, რომ შევუერთდი ლიბერთის სამეთვალყურეო საბჭოს. მხარს ვუჭერ ბანკის სტრატეგიის განხორციელებას, რომლის მიზანია უნიკალური ფართო მომხმარებელთა ბაზის ეფექტურად გამოყენება და მცირე ბიზნესის განვითარება საქართველოს ყველა რეგიონში! ლიბერთი და მისი პროფესიონალი, ენერგიული გუნდი კარგად არის პოზიციონირებული იმისათვის, რომ გაიმყაროს ადგილი სექტორში, როგორც ძლიერი მოთამაშე და თავისი წვლილი შეიტანოს ქვეყნის გაციფრულებისა და ეკონომიკური გაძლიერების მიმართულებით.”

 

ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი სისტემური ბანკია. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 617 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: [email protected]

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები