0 2 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

"ომიკრონი" ჩვეულებრივი გრიპი არ არის, გრიპთან შედარებით ათჯერ მეტ სიკვდილიანობას იწვევს - ცერცვაძე

რამდენად მძიმედ მიმდინარეობს “ომიკრონის” შტამი პაციენტებში და იწვევს თუ არა ის მაღალ სიკვდილიანობას, ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში ისაუბრა.

ცერცვაძე აცხადებს, რომ “ომიკრონი” ნაკლებად მძიმე დაავადებას იწვევს, მაგრამ არა იმდენად, როგორც ეს მოქალაქეებს ჰგონიათ.

მისი თქმით, “ომიკრონი” ჩვეულებრივი გრიპი არ არის და ის გრიპთან შედარებით, ათჯერ მეტ სიკვდილიანობას იწვევს.

“არის აზრი, რომ “ომიკრონი” უფრო იოლად მიმდინარეობს – ნაკლებ ჰოსპიტალიზაციას, ნაკლებ სიკვდილს იწვევს. ეს მხოლოდ ნაწილობრივ არის მართალი. ის მართლაც იწვევს ნაკლებად მძიმე დაავადებას, მაგრამ არა იმდენად, როგორც ჰგონიათ.

ეს არ არის ჩვეულებრივი გრიპი თავისი სიმძიმით, გრიპზე სულ ცოტა ათზე მეტ სიკვდილიანობას იწვევს.

იმის ხარჯზე, რომ შემთხვევები სამჯერ, ხუთჯერ მეტია, ვიდრე იყო დელტას დროს, ჯამურად, ჰოსპიტალიზაცია და სიკვდილი მაინც მეტი გამოდის.

მაგალითად, ამერიკაში 800-900 ათასია დღეში ჰოსპიტალიზაცია, ამდენი მათ ერთი წელია არ ჰქონიათ, სიკვდილიანობა გუშინწინ 3 400 იყო, ანუ ერთ დღეში ამერიკას მოუკვდა ამდენი ადამიანი. ასეთი სიკვდილიანობა მათ არ ჰქონიათ ერთი წელია”, – განაცხადა ცერცვაძემ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები