0 6 : 2 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

პოლიტიკა

ჩვენ გვჭირდება საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია, უნდა მოვიდეს ლიდერების სრულიად ახალი თაობა.. წამზომი ჩართულია - მიხეილ სააკაშვილი

ჩამოტვირთვა

ჩვენ გვჭირდება საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია და მრგვალი მაგიდა ხელისუფლების გადანაწილებასა და არჩევნებამდე მისვლაზე, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვაშია საუბარი, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციასთან მიმდინარე აქციაზე ტელეწამყვანმა ნანუკა ჟორჟოლიანმა გააჟღერა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, არავითარი თანამდებობის სურვილი არ ამოძრავებს და ლიდერების სრულიად ახალი თაობა უნდა მოვიდეს, თავად კი ლაზიკაში ინვესტიციების მოზიდვით და განათლების სექტორში დაკავდება.

"აუცილებელია თითოეული ჩვენგანი ვემუშავოთ ახალგაზრდებს და ავუხსნათ ბევრი რამ. არანაირი თანამდებობის სურვილი არ მამოძრავებს. თუ ვინმეს დასჭირდება ჩემი რჩევა და გამოცდილება სიამოვნებით გავუზიარებ გარდამავალ, კოალიციურ საქართველის ხელისუფლებას როგორც ვუზიარებდი მთელი ეს წლები უკრაინის, ალბანეთის ან შუააზიის მთავრობებს. უნდა მოვიდეს ლიდერების სრულიად ახალი თაობა, მე დავკავდები ინვესტიციის მოზიდვებით ლაზიკაში და განათლებაში, უფრო თავისუფალი და მობილიზებული, ვიდრე ვიყავით. დღეს ბევრი ნიჭიერი და გენიალური ადამიანი შეიკრიბა პრეზიდენტის სასახლესთან, თქვენი მაგალითი მნიშვნელოვანია და მერწმუნეთ, თოვლის გუნდის ეფექტით მეტი და მეტი ხალხი შეგიერთდებათ. თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ, წამზომი ჩართულია და ბევრი დრო არ გრჩებათ! წარმატებები თქვენ და მთელ საქართველოს”, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები