0 7 : 3 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ზურაბ ქადაგიძე: ელენე ღირსეულად მოიქცა, იშიმშილა კონკრეტული მოთხოვნით, არ მოუთხოვია ფაფები, წვენები, დეპუტატები, ქმარი, ძმა ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და თბილი საწოლი

მიუხედავად ჩემი სიმპათია-ანტიპათიისა ელენე ღირსეულად მოიქცა. იშიმშილა კონკრეტული მოთხოვნით, ზედმეტი სპეკულაციების გარეშე, – წერს სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე ელენე ხოშტარიას შიმშილობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

როგორც ანალიტიკოსი აღნიშნავს, ხოშტარიამ სააკაშვილს ამ შემთხვევაშიც აჯობა.

"მიუხედავად ჩემი სიმპათია-ანტიპათიისა ელენე ღირსეულად მოიქცა. იშიმშილა კონკრეტული მოთხოვნით, ზედმეტი სპეკულაციების გარეშე. არ მოუთხოვია ფაფები, წვენები, დეპუტატები, ქმარი, ძმა ფსიქოლოგი, ფსიქიატრი და თბილი საწოლი. აქაც გაჯობეს მიხეილ… არჩევნების დღეს, რომ ვერაფერი მოახდინა „ნაცმოძრაობამ“ მიშა გადავიდა გეგმა B-ზე. დაიწყო აბსურდული შიმშილობა, რაც მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს – შიმშილობა შიმშილის პრევენციის მოთხოვნით. აბსურდს ის დაემატა, რომ თაფლი, ფაფა, წვენი, ცოლები, დეპუტატები, სუფთა ჰაერი, ფსიქიატრი, ადვოკატი არ უნდა მოკლებოდა. თან მთელ საზოგადოებას ამცნობდა საკუთარი გაუვალობისა და უუნარობის შესახებ. მთავარსარდლობიდან როგორ უნდა გადაიქცე პოლიტიკურ „ბალასტად“ ალბათ, მხოლოდ მიხეილ სააკაშვილს შეუძლია“, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები