0 5 : 2 2
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ირაკლი ბებუას დროშის დაწვის გამო 9 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა

გალში ე.წ აფხაზური დროშის დაწვის გამო დაკავებულ ირაკლი ბებუას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს

"ცხელი ხაზით მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 7 დეკემბერს, ოკუპირებულ აფხაზეთში, უკანონო პატიმრობაში მყოფ ირაკლი ბებუას, 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, უკანონოდ მიესაჯა.

აღნიშნულ ფაქტზე დაუყოვნებლივ მოხდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების ინფორმირება. ამოქმედებულია ყველა არსებული მექანიზმი და აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა საერთაშორისო პარტნიორებთან.

ირაკლი ბებუას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, უკანონო პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხი, მკაცრად დადგება მიმდინარე წლის 10-11 დეკემბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე", - წერია განცხადება Add content-ში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები