0 9 : 4 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

თიბისიმ 2024 წელი ტესტერთა დღით დაიწყო

თიბისი ტესტერების დღე შიდა ღონისძიებაა ხარისხის უზრუნველყოფისა და ტესტირებიისავტომატიზაციის მიმართულებით მომუშავე ადამიანებისთვის. უკვე მეორე წელია რაც თიბისის ხარისხის უზრუნველყოფის და ტესტირების ავტომატიზაციის ლეგიონი იკრიბება შიდა ტესტირების დღის ღონისძიებაზე, სადაც თანამშრომლები ერთმანეთს საინტერესო მიღწევებსა და ტექნიკურ გადაწყვეტებს უზიარებენ, რომელზეც წლის განმავლობაში იმუშავეს. 

წელს ღონისძიებაზე ისაუბრეს ხარისხის უზრუნველყოფის განვითარებაზე, ეჯაილისდაწყებიდან დღემდე და კომუნაში გააზიარეს პროგრესი, ახალი მიდგომები და საინტერესო მიღწევები, შეაჯამეს წელი, ისაუბრეს პროცესების გამჭირვალობაზე და მათ მნიშვნელობაზე.

Ღონისძიებას წინ უძღოდა შეჯიბრი, რომლის მიზანიც თიბისიში არსებული გამოწვევების გადაწყვეტა და ყოველდღიური პროცესების გამარტივებაა. Ფინალშიგადასულმა გუნდებმა ტესტერების დღეზე გააზიარეს თავიანთი ხელსაწყოები და ჟიურის მეშვეობით გამოვლინდა გამარჯვებული.

თიბისისთვის, როგორც ტექნოლოგიური კომპანიისთვის მნიშვნელოვანია ტექთანამშრომლებისთვის ცოდნის ასამაღლებელი ღონისძიებების ჩატარება და შეჯიბრების საშუალებით ახალი გამოცდილების შეძენა. 

თიბისიში ხარისხის მიმართულება 180 თანამშრომელს ითვლის. რომლებიც მუდმივ განვითარებაზე არიან ორიენტირებულები და შიდა თუ საერთაშორისო ტექნოლოგიურ ღონისძიებებში ჩართულობით ამარტივებენ ადამიანების ყოველდღიურობას.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები