2 2 : 1 9
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თეგეტა ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარებისათვის - ჰოლდინგი ქვეყნის მასშტაბით უნივერსალურ ელექტროდამტენებს განათავსებს

 

  • დასამუხტი სადგურების ქსელის გაფართოება ელექტრომობილების ფლობას მნიშვნელოვნად გაამარტივებს
  • ელექტროდამტენების მონტაჟითეგეტამმწვანე ემისიით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში დაიწყო.

„თეგეტა ჰოლდინგი“ თბილისსა და რეგიონებში ელექტრომობილების უნივერსალურ დასამუხტ სადგურებს განათავსებს. ჰოლდინგის მსუბუქი ავტომობილების მიმართულება „თეგეტა ქარსი“, ჯამში, 70-მდე დამტენს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაამონტაჟებს, რომლებიც ნებისმიერი ბრენდის ელექტრომობილის მფლობელისათვის იქნება ხელმისაწვდომი.

პროცესი დედაქალაქიდან დაიწყება. უკვე შერჩეულია 15-მდე ლოკაცია. პირველ ეტაპზე ელექტრომოწყობილობები ცენტრალურ და ყველაზე დატვირთულ უბნებში განთავსდება - იქ, სადაც მოთხოვნა განსაკუთრებით დიდია.

პეტრე წაქაძე, „თეგეტა ქარსისდირექტორი:თეგეტა“, როგორც ფლაგმანი საავტომობილო სფეროში, უკვე წლებია ხელს უწყობს ელექტრომობილების პოპულარიზაციას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით. ამის განხორციელება მხოლოდ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობით არის შესაძლებელი. „თეგეტას“, როგორც პასუხისმგებლობიან კომპანიას, თავისი წვლილი შეაქვს დასამუხტი სადგურების ქსელის გაფართოებაში. შედეგად, მარტივდება და უფრო მიმზიდველი ხდება ელექტრომობილის ფლობა. გარემოზე ზრუნვის პრინციპით შექმნილი საავტომობილო სეგმენტის განვითარება კი, თავის მხრივ, ეკოლოგიურ გამოწვევებთან გამკლავების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია“.

ელექტრომობილებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა ფართო მოხმარებისათვის იქნება განკუთვნილი, რაც იმას ნიშნავს, რომ დასამუხტი სადგურებით ისარგებლებს ნებისმიერი მსურველი ქვეყნის ნებისმიერ წერტილში. შედეგად, ელექტრომობილების მფლობელები მათთვის სასურველი დისტანციის დაფარვას შეუფერხებლად შეძლებენ.

საგანგებოდ შერჩეულ ლოკაციებთან ერთად, ელექტრომოწყობილობები დამონტაჟდება „თეგეტას“ მომსახურების ცენტრებშიც, რომლებიც მთელ საქართველოს ფარავს. 28-ვე ფილიალი სწრაფი და სტანდარტული დამტენებით აღიჭურვება. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ავტომაგისტრალებზე კი 100-კილოვატიანი სწრაფი დასამუხტი სადგურები დამონტაჟდება. ამასთანავე, „თეგეტა ჰოლდინგი“ მზად არის, ითანამშრომლოს კერძო კომპანიებთან, რომლებსაც სურთ, დამტენები თავიანთი ბიზნესობიექტების ტერიტორიაზე განათავსონ, და სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველყოს, დამტენების სტრატეგიულ ობიექტებზე დამონტაჟება.

ნიკოლოზ თევზაძე, „თეგეტა ქარსის“ E Performance სპეციალისტი: წამყვანი საავტომობილო ბრენდები უკვე აქტიურად გადადიან ელექტრიფიცირებული ავტომობილების წარმოებაზე. რამდენიმე წელიწადში გვექნება სრულიად ახალი მოცემულობა, როდესაც ბაზარზე მხოლოდ ელექტრომობილები იქნება. ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ მიმართულებითთეგეტაუკვე დიდი ხანია მუშაობს და დამტენების ქსელს სულ უფრო აფართოებს. ასევე მეტი სიმარტივისათვისთეგეტაშესაბამის აპლიკაციაზეც მუშაობს, რომლის დახმარებითაც მოქალაქეები დასამუხტი სადგურებით ისარგებლებენ“.

პროექტს საავტომობილო სფეროს ლიდერი კომპანია მწვანე ემისიის ფარგლებში ახორციელებს. დამტენების მონტაჟის ვალდებულება ერთ-ერთია იმ მწვანე ინიციატივებს შორის, რომელიც „თეგეტა ჰოლდინგის“ მწვანე ობლიგაციების ემისიის პროსპექტით არის გათვალისწინებული. დასამუხტი სადგურების მონტაჟის გარდა, ჰოლდინგმა მსუბუქი, სამგზავრო და სხვა ტიპის ელექტრიფიცირებული ტრანსპორტის იმპორტი და რეალიზაციაც უნდა განახორციელოს.

ეკოლოგიური ტრანსპორტის სეგმენტის განვითარების მიმართულებით „თეგეტას“ უკვე დიდი გამოცდილება აქვს - ერთი მხრივ, თავის ჰოლდინგში შემავალ კომპანიებთან ერთად, ჰოლდინგი წლებია ცდილობს, ხელი შეუწყოს ელექტრომობილების პოპულარიზაციას ქვეყანაში და მეორე მხრივ, მისი მფლობელებისათვის კომფორტულ გარემოს ქმნის. ამის დასტურია ის 50-მდე დამტენი, რომლებიც კომპანიამ ბოლო წლების განმავლობაში თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განათავსა. ეს ინიციატივები მკაფიოდ გამოხატავს კომპანიის პოზიციას ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნის შესახებ.

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბითთეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. „თეგეტაექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. „თეგეტამსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორის, Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები