1 9 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

რამდენიმე საათი წარდგენამდე - Volvo EX30 SUV -ახალ ელექტრომობილს ვოლვოს მოდელებს შორის ყველაზე ნაკლები გამონაბოლქვი ექნება

 

ახალი Volvo EX30-ის პრეზენტაციამდე ერთ დღეზე ნაკლები რჩება. შვედური ბრენდის მოდელებს შორის ეს იქნება ყველაზე ეკომეგობრული ავტომობილი, რომლის გამონაბოლქვიც მინიმუმამდეა შემცირებული. 

კომპანიაში აცხადებენ, რომ პატარა, სრულიად ელექტრო SUV-ის შემთხვევაში ნახშირბადის გამოყოფა 25%-ით არის შემცირებული ვოლვოს სრულად ელექტრიფიცირებულ C40 და XC40 მოდელებთან შედარებით.

როგორც ელექტრომობილს, Volvo EX30-ს აქვს ნულოვანი გამონაბოლქვი, რაც, ცხადია, CO2-ის დაბალ ნაკვალევსნიშნავს. ამასთანავე, ავტომობილის მიერ ნახშირბადის გამონაბოლქვის შესამცირებლად ელექტრიფიკაცია საკმარისი არ არის. ავტომობილი არა მხოლოდ იმართება, ის ასევე შექმნილია, განვითარებულია, შემუშავებულია და ტრანსპორტირდება - ვოლვომ თითოეულ ეტაპზე გაითვალისწინა სათბური გაზების ემისიების შემდგომი შემცირების საკითხი. 

 

ანდერს კერბერგი, ვოლვოს მდგრადობის გლობალური ხელმძღვანელი:  „ჩვენ მიზნად ვისახავთ, 2025 წლისთვის ჯერ 40 პროცენტით შევამციროთ CO2-ისგამონაბოლქვი, ხოლო 2040 წლისათვის კლიმატის თვალსაზრისით ნეიტრალურ კომპანიად ვიქცეთ. ამის მიღწევა მხოლოდ კომპლექსური მიდგომით არის შესაძლებელი, რაშიც წარმოების ჯაჭვს დიდი ადგილი უჭირავს, უფრო მეტიც, ფაქტობრივად, მასზეა დამოკიდებული“.

 

შვედური ავტოგიგანტის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ მიზნის მისაღწევად ახალი Volvo EX30-ის გამოშვება დიდი წინგადადგმული ნაბიჯია: უპირველეს ყოვლისა, პატარა ავტომობილის დაპროექტება ნიშნავს იმას, რომ მის დასამზადებლად ნაკლები მასალაა საჭირო. ალუმინი და ფოლადი კი ის ორი ყველაზე დიდი მიზეზია წარმოებაში, რომლებსაც CO2-ის გამოყოფა უკავშირდება. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რაც, მომხმარებელთან ერთად, მოგვცემს იმის შესაძლებლობას, რომ მსოფლიო არსებითად შეიცვალოს. 

 

ვოლვოს ახალი პატარა SUV-ის კონსტრუირებისას, სხვა მოდელებთან შედარებით, ნაკლები ფოლადი და ალუმინი გამოიყენება, ავტომობილი უმეტესწილად გადამუშავებული მასალისაგან მზადდება. იგივეამიდგომა სალონისა და ფუნქციონალის შემთხვევაშიც. ვოლვოს დიზაინერებმა Volvo EX30-ის რამდენიმე ფუნქცია გააერთიანეს ერთ კომპონენტში. ეს კი, თავის მხრივ, ავტომობილში საჭირო ნაწილების რაოდენობას ამცირებს. 

 

ემისიების შემცირების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვი, მაგალითად, სუფთა ენერგიის მიწოდების გზით. Volvo EX30-ს კონსტრუირება ხდება ქარხანაში, რომელიც  მაღალი დონის კლიმატნეიტრალური ენერგიით, მათ შორის 100 პროცენტით კლიმატნეიტრალური ელექტროენერგიითმუშაობს.

 

რაც შეეხება მიწოდების ჯაჭვს, ვოლვო ისეთ მწარმოებლებთან თანამშრომლობს, რომელთა დიდი უმრავლესობა ვალდებულია, 2025 წლისთვისწარმოებაში 100%-ით კლიმატნეიტრალური ენერგია გამოიყენოს. 

 

რაც შეეხება ახალი მოდელის ინტერიერსა და სავარძლებს, კარს ან თუნდაც პანელებს, ვოლვო ამ შემთხვევაშიც გადამუშავებული და განახლებადი მასალების ფართო სპექტრს იყენებს, მათ შორის ისეთი მასალების ჩათვლით, როგორებიცაა ჯინსი, სელისა და მატყლის ნაზავი, რომელთა დაახლოებით 70% რეციკლირებული პოლიესტერია. 

 

ვოლვოში მიაჩნიათ, რომ  კლიმატნეიტრალურ კომპანიად გარდასახვის გზაზე მთავარი ამოცანის შესრულებას ბრენდი მხოლოდ მომხმარებელთან ერთად შეძლებს. მაგალითისათვის, ახალი ეკომეგობრული Volvo EX30-ით გადაადგილებისას თითოეულ მომხმარებელს საკუთარი როლი აქვს CO2-ს ზემოქმედების შესამცირებლად. ეს კი, საბოლოოდ, დადებითად აისახება არა მხოლოდ მძღოლზე, არამედ გარშემომყოფებსა და ეკოლოგიაზე.

ახალ Volvo EX30-ს ვოლვოს თაყვანისმცემლები და ფართო აუდიტორია   

სულ რამდენიმე საათში, 7 ივნისს  იხილავს. 

 

----

გასულ წელს Volvo Car Group-ის საოპერაციო მოგებამ 22.3 მილიარდი შვედური კრონი შეადგინა. გლობალური მასშტაბით ვოლვოს 615,121 ავტომობილი გაიყიდა და შემოსავალმა      330,1 მილიარდ შვედურ კრონს მიაღწია.  

სკანდინავიური ბრენდი 100-ზე მეტ ქვეყანაში საქმიანობს. კავკასიის რეგიონში კი მას „ვოლვო ქარ კავკასია“ წარმოადგენს. „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია ბაზარზე 2019 წლიდან ოპერირებს და შვედური ბრენდის „ვოლვოს“ ოფიციალური იმპორტიორია ამიერკავკასიასა და შუა აზიაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები