1 9 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

LSG Solutions “სილქ დეველოპმენტის” სასტუმრო „ტელეგრაფის“ პროექტში ჩაერთო

მშენებლობის მენეჯმენტის, დიზაინ და საკონსულტაციო მომსახურების კომპანია - LSG Solutions „სილქ დეველოპმენტის“ 60 მილიონი ევროს ღირებულების სასტუმრო „ტელეგრაფის“ მშენებლობის პროცესში ჩაერთო, რომელიც საქართველოში ორი ყველაზე მსხვილი ბანკის - თიბისისა და საქართველოს ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. Radisson Collection-ის ბრენდის მაღალი კლასის სასტუმრო, რესპუბლიკის მოედანზე, ყოფილი ფოსტის შენობაში მოეწყობა.

 

LSG Solutions „ტელეგრაფის“ Lenders engineering-ის სერვისს უზრუნველყოფს, რაც მშენებლობის დაგეგმარებისა და განხორციელების პროცესის, ასევე მოსალოდნელი რისკების ეფექტიანად მართვასა და პროექტის გამჭვირვალობას გულისხმობს. LSG Solutions კოორდინაციასა და ზედამხედველობას გაუწევს თიბისისა და საქართველოს ბანკის მიერ გაცემული ფინანსური რესურსის ეფექტიან ხარჯვას და შედეგად, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს პროექტის წარმატებით განხორციელებაში.

 

სასტუმრო „ტელეგრაფის“ სარეკონსტრუქციო სამუშაოების ტენდერში გამარჯვებულია მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო სამშენებლო კომპანია - DNT Construction, რომელთან ერთადაც, „სილქ როუდ ჯგუფს“ ბათუმის რადისონის მშენებლობის წარმატებული გამოცდილება აქვს. „ტელეგრაფის“ სასტუმროს დიზაინი თანამედროვეობის ერთ-ერთ გამორჩეულ არქიტექტურულ კომპანიას - Neri&Hu-ს ეკუთვნის. შემუშავებული კონცეფცია ენერგოეფექტური, მწვანე სასტუმროს მოწყობას გულისხმობს, რაც თანამედროვე, უმაღლესი ხარისხის შენობის ერთ-ერთი უმთავრესი მახასიათებელია. „ტელეგრაფი“ რეგიონში პირველი შენობა იქნება, რომელიც LEED Gold სტანდარტების მიხედვით მოეწყობა.

LSG Solutions-მა ოპერირება 2020 წელს დაიწყო. კომპანია უძრავი ქონების, ტურიზმის, ჯანდაცვის, ინდუსტრიულ და ინფრასტრუქტურულ სექტორებს მშენებლობის მენეჯმენტს, პროექტირებას და საკონსულტაციო მომსახურებას სთავაზობს. ამ დროისთვის, LSG Solutions-მა პროექტები ისეთი მსხვილი კომპანიებისთვის განახორციელა, როგორებიცაა; „თეგეტა მოტორსი“, „ბორჯომი“, „სილქ დეველოპმენტი“, „მაკდონალდსი“, „ასკანელი“, „კინორ ინვესთმენთი“, „ჯიჯ ენერჯი“, „სოდი ინვესთმენთი“, „ნენსკრა“ და სხვა.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები