1 9 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

საბურავების სეზონური ცვლილება - რჩევები „თეგეტა მოტორსისგან“

ტემპერატურის მატებასთან ერთად, იცვლება ავტომობილის მოვლის სპეციფიკაც. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დეტალი, რომელიც სეზონურ ცვლილებას საჭიროებს, საბურავია. ის უშუალოდ ეხება გზის სავალ ზედაპირს და ჩვენი უსაფრთხოება დიდწილად სწორედ მის ხარისხსა და სეზონთან შესაბამისობაზეა დამოკიდებული. ამიტომაც მნიშვნელოვანია, რომ დროულად და სეზონების შესაბამისად განვაახლოთ ისინი.

საბურავების შერჩევისა და მისი სეზონური ცვლილების შესახებ „თეგეტა მოტორსის საბურავების ბრენდმენეჯერი, ლევან ბუტიკაშვილი გვესაუბრება:

რით განსხვავდება ზამთრისა და ზაფხულის საბურავები ერთმანეთისგან?

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს საბურავის შემადგენლობა. ზაფხულის საბურავის შემადგენლობაში არსებული ნივთიე­რებები სიცხეში უკეთესი მოჭიდებით გამოირ­ჩევა, ხოლო ზამთრის სა­ბურავში, პირიქით, დაბალ ტემპერა­ტურა­ზეა გათვლილი.

ზაფხულის საბურავი სიცივეში ხისტი ხდება და მოჭიდების უნარს კარგავს,  ხოლო ზამთრის საბურავი ცხელი გზის საფარზე მაღალი სიჩქარით გადაადგილებისას ადვილად ცვდება და მისი მოჭიდება ნაკლებად ეფექტიანია.

რატომ უნდა შევცვალოთ ზაფხულში საბურავები?

ზაფხულის საბურავებს დაბალი პროტექტორები აქვს და მათ შორის დაშორებაც  საკმაოდ მცირეა. სწორედ ამიტომ საბურავის გზასთან შემხები ზედაპირის ფართობი ზამთრის საბურავებთან შედარებით საკმაოდ დიდია და მოჭიდება  უფრო საიმედო ხდება. ზამთრის საბურავების მაღალი პროტექტორები კი აჩქარებისას და დამუხრუჭებისას დეფორმირდება. ამის გამო, იზრდება სამუხრუჭე მანძილი და მკვეთრი მანევრის შესრულებისას ავტომობილის დამორჩილება რთულდება.

სველ გზაზე მოძრაობისას ზაფხულის საბურავის პროტექტორის ნახატი ისეა დატანილი, რომ  უფრო ძლიერ მოჭიდებას უზრუნველყოფს. ზამთრის საბურავს კი ეს არ შეუძლია და სველ გზაზე მოძრაობისას ავტომობილის დამორჩილება ჭირს.

როდესაც ჰაერში ტემპერატურა იმატებს და უკვე +7 სცდება, აუცილებელია, რომ ზამთრის საბურავები ჩავანაცვლოთ ზაფხულის საბურავებით.

 

რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა ზა­ფხულ­ში მე­ო­რა­დი სა­ბუ­რა­ვის გა­მო­ყე­ნე­ბა?

 

ეს ყვე­ლა­ფე­რი რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტორ­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. პირ­ველ რიგ­ში, მნიშვნეოვანია, რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია სა­ბუ­რა­ვი, რად­გან ყვე­ლა მათ­განს აქვს ექ­სპლუ­ა­ტაცი­ის ვადა და შე­ნახ­ვის პი­რო­ბე­ბი. ამას­თა­ნა­ვე, ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის პე­რი­ოდ­ში მისი პრო­ტექ­ტორი ცვდე­ბა და სა­ბუ­რა­ვი გა­მოშ­რო­ბას იწყებს.

სა­ბუ­რა­ვე­ბის შე­ძე­ნი­სას, ხა­რისხთან ერ­თად, მთა­ვა­რია მათი ასა­კიც, რად­გან მე­ო­რა­დი საბუ­რა­ვით გა­და­ად­გი­ლე­ბა საკ­მა­ოდ დიდ საფრ­თხეს ქმნის ზამ­თარ­შიც და ზა­ფხულ­შიც. უნდა ვი­ცო­დეთ, რომ სა­ბუ­რა­ვი არა მარ­ტო ცვდე­ბა, არა­მედ ძველ­დე­ბა კი­დეც - დრო­ის გას­ვლასთან ერ­თად, მისი შემ­ცვე­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბის ეფექ­ტიანო­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი დაბ­ლა იწევს.

შეგახსენებთ, რომ „თეგეტა მოტორსის“ ფილიალებში ზაფხულის საბურავების შეძენისას სპეციალური შეთავაზებები მოქმედებს. მეტი კომ­ფორ­ტის­თვის კი შე­საძლე­ბე­ლია, „თე­გე­ტა მო­ტორ­სის“ დის­ტან­ცი­უ­რი სერ­ვი­სე­ბით, პერ­სო­ნა­ლუ­რი მე­ნე­ჯე­რის მომ­სა­ხუ­რე­ბით ან ონ­ლა­ინ­ჯავ­შნით ისარ­გებ­ლოთ.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-ამდე საცალო და 35 000-ამდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-ამდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები