2 1 : 5 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

ბიზნესი

CMG-სა და იტალიური ბრენდის, Marini-ს,ერთობლივი სემინარი საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებისთვის

 

„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანიის, Construction Machinery Georgia-ს ინიციატივით, თბილისში მოდიფიცირებული ბიტუმის წარმოების შესახებ სემინარი გაიმართა. მთავარი მომხსენებელი, ინფრასტრუქტურული ტექნიკის წარმოების მიმართულებით, მსოფლიოში ლიდერი ბრენდის Marini-ს წარმომადგენელი იყო. MARINI Turkey-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე, ალიჯან ტაბაქჩი საქართველოში Construction Machinery Georgia-ს მოწვევით ჩამოვიდა.  სემინარს საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლები და CMG-ს პარტნიორები ესწრებოდნენ. 

 

ნიკა აბესაძე, Construction Machinery Georgia-ს დირექტორი: „MARINI-სა და CMG-ს პარტნიორობა გასულ წელს დაიწყო. უმსხვილესი ფრანგული ჯგუფის, Fayat group-ის წევრი კომპანია MARINI მსოფლიო მასშტაბით მოწინავე ადგილს იკავებს ასფალტისა და ცივი ასფალტის წარმოების, ასევე ემულსიისა და პოლიმერული ბიტუმის ქარხნების მიმართულებით. ბოლო პერიოდში საქართველოშიც განსაკუთრებით აქტუალური გახდა მოდიფიცირებული ბიტუმი - ავტობანებზე მიმდინარე სამუშაოებში ბეტონის ნაცვლად უკვე სწორედ ასფალტს იყენებენ. ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა ჩვენ მიერ ორგანიზებული სემინარიც. გვსურდა, რომ Construction Machinery Georgia-ს პარტნიორებისა და ზოგადად, საქართველოში საგზაო-სამშენებლოსექტორისთვის ცოდნა და გამოცდილება უშუალოდ მოდიფიცირებული ბიტუმის საწარმოების მწარმოებელი პრემიუმ ბრენდის წარმომადგენელს გაეზიარებინა“.

 

კომპანია  MARINI, რომელსაც დღეისათვის 3000-ზე მეტი ასფალტის ქარხანა აქვს რეალიზებული, ინდუსტრიულ ტექნიკას, მათ შორის,მოდიფიცირებული ბიტუმის საწარმოებს ქმნის. სწორედ ამ მიმართულებით ინფორმაციის მიწოდებადა იტალიური ბრენდის პროდუქტის უპირატესობების განხილვა იყო თბილისში გამართული სემინარის მიზანი. 

 

საქართველოში საგზაო-სამშენებლო ინდუსტრიის წარმომადგენლებსა და „რესპუბლიკაში“ მიწვეულ სტუმრებს გამოცდილება Marini Turkey-ს წარმომადგენელმა გაუზიარა. 

 

ალიჯან ტაბაქჩი, MARINI Turkey-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე: „უკვე ერთი წელია MARINI წარმატებით თანამშრომლობს ქართულ კომპანიასთან, Construction Machinery Georgia-სთან. ახლა, მათთან ერთად, შესაძლებლობა მოგვეცა, საგზაო-სამშენებლო სექტორისთვის ახალი ტექნოლოგიები გაგვეცნო, რადგან ეს სფერო სულ უფრო სწრაფად ვითარდება. დღეს მოდიფიცირებული ბიტუმის წარმოებასა და საგზაო სამშენებლო პროექტებში ასფალტის გამოყენების მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და ინფორმაციის გავრცელება. გვიხარია, რომ ჩვენი პარტნიორი CMG-ს მეშვეობით საინტერესო  და ნაყოფიერი შეხვედრა შედგა“. 

 

სემინარი „თეგეტა ჰოლდინგის“ კიდევ ერთი შვილობილი კომპანიის „თეგეტა აკადემიის“ჩართულობით გაიმართა.

 

Construction Machinery Georgia 2022 წლიდან Marini-ის ოფიციალური დილერია საქართველოში. პრემიუმ ბრენდთან თანამშრომლობით კომპანიამომხმარებელს საგზაო-სამშენებლო ციკლისთვის საჭირო აღჭურვილობის სრულ სპექტრსა და სერვისს სთავაზობს. 

--

Construction Machinery Georgia-ს შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია საგზაო-სამშენებლო საერთაშორისო პრემიუმბრენდებს წარადგენს. კომპანია რეგიონის საჯარო და კერძო სექტორს ინფრასტრუქტურული და სამთო-მოპოვებითი პროექტებისთვის საჭირო ტექნიკით ამარაგებს. ბრენდებს შორისაა გერმანული LIEBHERR, ფრანგული FAYAT GROUP-ის წევრი კომპანიები BOMAG და MARINI. 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 11:31

    თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...

    ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...

  • 19:17

    თიბისი თავის საკომუნიკაციო არხებს საახალწლოდ ხალხს...

    ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...

  • 19:14

    PSP Pharma განცხადებას ავრცელებს: „ამ ისტორიას ა...

    გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma  ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...

  • 13:33

    თიბისი და საქართველოს ბანკი ერთად ქართველი ხალხ...

    ქვეყანაში  შექმნილი ვითარების შედეგად  დაზარალებული მოქალაქეებისა  და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...

  • 15:47

    თიბისი კონცეპტი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალ...

    თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...

  • 11:47

    თიბისის ტექ გუნდმა საერთაშორისო ღონისძიებაში, Glob...

    თიბისის ტექ გუნდი  ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო,   რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...

  • 12:47

    Construction Machinery Georgia-მ სომხურ დეველოპერუ...

    „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს  LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...