1 5 : 3 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ვოლვო ქარ საქართველო“ არტისტების მხარდასაჭერად

 

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ბრენდის, Volvo-ს წარმომადგენლობა საქართველოში, „ვოლვო ქარ საქართველო“ ხელოვანების მხარდაჭერას აქტიურად განაგრძობს. კომპანიისთვის კორპორაციული პასუხისმგებლობა, ადამიანებზე, პლანეტაზე ზრუნვასთან ერთად, კულტურის განვითარების ხელშეწყობასაც მოიცავს.

უკვე მეორე წელია კომპანია Stockton-თან და Stockton Records-თან სწორედ ქართული კულტურის პოპულარიზაციის მიზნით თანამშრომლობს.  

2022 წლის განმავლობაში ექსპერიმენტული ჰიპ-ჰოპ ბენდის MokuMoku-ს სხვადასხვა ღონისძიების მიმართულებით წარმატებული პარტნიორობის შემდეგ „ვოლვო ქარ საქართველო“ Stockton-თან თანამშრომლობას მიმდინარე წელსაც აგრძელებს. ამ მეგობრობის ნაწილია 2 მარტს Mono Hall-ში დაგეგმილი MokuMoku-ს ახალი ალბომის - „Off The Record“-ის პრეზენტაციის მხარდაჭერა.             

კოკა გოგოხია, Stockton Records-ის დამფუძნებელი: „ჩვენი თანამშრომლობა გასულ წელს, MokuMoku Invites-ის სერიის ფარგლებში, დაიწყო. ეს სერია  Stockton Records-ის სტუდიაში იმართება და მსმენელს საშუალება აქვს, უშუალო გარემოში მოუსმინოს როგორც MokuMoku-ს, ისე მოწვეულ ადგილობრივ არტისტებს. მსგავსი ფორმატი ექსპერიმენტების საშუალებას იძლევა, რაც მიმაჩნია, რომ ამ ღონისძიებების ყველაზე საინტერესო ნაწილია. ახალ ალბომში რამდენიმე ტრეკია, რომლებიც ამ სესიების დროს დაიბადა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ახალი კრებულის ჟღერადობაზე MokuMoku Invites-მა თავისი მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. ამიტომაცაა, რომ ეს პროექტი ჩვენთვის შემოქმედებითი პროცესის ნაწილი გახდა. ახლა კი დადგა დრო, რომ თითქმის 1-წლიანი შრომის შედეგი ბევრად დიდ მასშტაბში გადმოვიტანოთ და მაყურებელს ძალიან დასამახსოვრებელი შოუ შევთავაზოთ. გვიხარია, რომ „ვოლვო ქარ საქართველო“ ამ პროექტშიც გვიჭერს მხარს“.

MokuMoku მსმენელს ახალ ალბომს სამწლიანი პაუზის შემდეგ წარუდგენს. ალბომის ჟღერადობა სრულიად განსხვავდება წინა ნამუშევრებისგან, ის უფრო მეტად როკმუსიკის ელემენტებს შეიცავს. ბენდი 2014 წელს შეიქმნა და დღემდე აქტიურად მუშაობს. ბენდის წევრთა რაოდენობა დროთა განმავლობაში უფრო და უფრო იზრდება. ის მსმენელებს ჰიპ-ჰოპ მუსიკის, ფანკისა და ჯაზის მრავალფეროვან კომბინაციას სთავაზობს. ამ დროისთვის MokuMoku-ს მუსიკალური ნამუშევრები ოთხი ალბომითა და რამდენიმე სინგლითაა წარმოდგენილი.

ეკა კევლიშვილი, „ვოლვო ქარ კავკასიის“ მარკეტინგის მენეჯერი: „ჩვენი კომპანიის მიზანია, ადგილობრივ არტისტებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი მუშაობასა და განვითარებაში. MokuMoku-ს ახალი ალბომის პრეზენტაციის მხარდაჭერით „ვოლვო ქარ კავკასია“ ისევ და ისევ მხარს უჭერს ნიჭიერ ქართველ შემსრულებლებს და პარალელურად შესაძლებლობას აძლევს მსმენელს, მოუსმინოს ბენდს და მიიღოს სიამოვნება. ზოგადად, ახალგაზრდებთან თანამშრომლობა და მათი ხელშეწყობა ჩვენი ბრენდისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. გვინდა ახალგაზრდა ქართველ არტისტებს განვითარების მეტი შესაძლებლობა ჰქონდეთ“.

„ვოლვო ქარ საქართველო“ და Stockton-ის თანამშრომლობა MokuMoku-ს სხვადასხვა ღონისძიების მხარდაჭერას მთელი 2023 წლის განმავლობაში ითვალისწინებს.  მსოფლიო და, მათ შორის, ქართულ ბაზარზე წარმატებული საავტომობილო ბრენდი ახალგაზრდული მუსიკალური ბენდის ყველა ღონისძიებაში იქნება ჩართული.

--

"ვოლვო ქარ კავკასია“ 2019 წლიდან ოპერირებს კავკასიის ბაზარზე. კომპანია მომხმარებელს  SUV-ებს, სედანებსა და უნივერსალებს სთავაზობს, მათ შორის არის როგორც დამუხტვადი ჰიბრიდები, ისე  შიგაწვის ძრავიანი უახლესი მოდელები. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ციფრული მაღაზიით ისარგებლოს, კომპანიის ვებგვერდზე ავტომობილი 360-გრადუსიანი სისტემით, დისტანციურად შეაფასოს და კონფიგურატორის დახმარებით სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „ვოლვო ქარ კავკასია“ უზრუნველყოფს.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები