თიბისი ბიზნესების მხარდასაჭერად...
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
|
თიბისიმ BARTA-ს ჯილდო საუკეთესო წლიური ანგარიშისთვის მიიღო მსხვილი საფინანსო კომპანიების კატეგორიაში. წელს საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის დაჯილდოების (BARTA) რიგით მეოთხე ცერემონია გამიმართა.
დაჯილდოების ცერემონიას ახორციელებენ ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლობები საქართველოში. პროექტი შეიქმნა 2019 წელს, ევროკავშირისა და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულების ერთობლივი პროექტის მიერ, საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგების რეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან პარტნიორობით.
“გამჭვირვალე და ხარისხიანი ანგარიშგება კომპანიების სანდოობის უმნიშვნელოვანესი საფუძველია. ეს არის ერთ-ერთი კრიტერიუმი, რომლის საფუძველზეც პოტენციური საერთაშორისო ინვესტორები ინვესტირების გადაწყვეტილებას იღებენ. ჩვენთვის დიდი პატივია ამ ჯილდოს მიღება, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს თიბისის სანდოობას და გამჭვირვალობას, როგორც ქართველი მომხმარებლებისთვის, ისე ჩვენი მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორებისთვის და ინვესტორებისთვის. მადლობას ვუხდი მსოფლიო ბანკისა და ევროკავშირის წარმომადგენლობებს ამ მნიშვნელოვანი აღიარებისთვის” - განაცხადა თიბისის ფინანსურმა დირექტორმა, გიორგი მეგრელიშვილმა.
BARTA -ს გადაცემის პირველი ცერემონია 2019 წლის დეკემბერში ჩატარდა. ყოველწლიური ჯილდოს მიზანია ანგარიშგების ახალ წესებთან შესაბამისობის ხელშეწყობა, კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის წახალისება და კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის ამაღლება ქვეყნის მიერ ინვესტორთა ნდობის ზრდის პროცესში როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. გამარჯვებულებს კომპეტენტური საერთაშორისო ჟიური გამოავლენს. შერჩევის პროცესი მტკიცე მეთოდოლოგიის გამოყენებით ტარდება, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, ხაზს უსვამს არასაფინანსო ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობას ისეთი არამატერიალური აქტივების შესახებ, როგორებიცაა: ბრენდი, რეპუტაცია, მდგრადი განვითარება, „ნოუ-ჰაუ" და კეთილი ნება, რომლებიც კორპორაციულ ღირებულებას ქმნის.
ღონისძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე – https://barta.ge/.
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ, Glovo-სთან და Mymarket-თან ერთად, სპეციალური ინიციატივა წამოიწყო, რომელიც ერთი მხრივ, ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული და Happyeuyear-ის პლატფორმაზ...
ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო, თიბისი საახალწლო კამპანიას არ გაუშვებს. სანაცვლოდ, ყველა იმ საკომუნიკაციო არხს, რომელშიც ტრადიციულად თიბისის რეკლამები თავსდება, მოქალაქეებს დაგითმობთ, რომ თქვენი ...
გუშინ ტელეკომპანია „იმედმა“ და „რუსთავი 2“-მა გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს, PSP Pharma ჩართულია მასშტაბურ ეკონომიკურ ურთიერთობაში და აქვს უდიდესი შემოსავალი რუსეთიდან.&...
ქვეყანაში შექმნილი ვითარების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისა და ბიზნესების მხარდასაჭერად, საქართველოს ორი ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი - თიბისი და საქართველოს ბანკი გაერთიანდა...
თიბისი კონცეპტის, მხარდაჭერით 1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში წარმოდგენილი იქნება 5 სრულმეტრაჟიანი მხატვრული, 15 მოკლემეტრა...
თიბისის ტექ გუნდი ბარსელონაში, Global Software Architecture Summit-ს დაესწრო, რომელიც პროგრამული უზრუნველყოფის ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან აერთიანებს და ფოკუსირებულია უახლეს არქიტექტ...
„თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილმა კომპანიამ, Construction Machinery Georgia-მ, სომხურ წამყვან დეველოპერულ კომპანიას Davax LLC-ს LIEBHERR-ის ბრენდის ყველაზე დიდი სამთო მომპოვებელი და სრუ...
დეკემბერი 2024 | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები