საზოგადოება
19 აგვისტომდე 39 გრადუსი სიცხეა მოსალოდნელი
2022-08-15 10:30:03
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 19 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება:
19 აგვისტომდე საქართველოს ტერიტორიაზე შენარჩუნებული იქნება ჰაერის მაღალი ტემპერატურა ( 34, 39 გრადუსი). 15 აგვისტოს მთიან რეგიონებში ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან ერთად ზოგან ძლიერი ქარიცაა მოსალოდნელი, რაც ტყის ხანძრების გაჩენის ხელშემწყობ პირობებს შექმნის.
კომენტარები