1 0 : 2 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე იქნება - ცნობილია, ვინ რა თანამდებობას დაიკავებს X მოწვევის პარლმენტში

ხვალ X მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართება. როგორც „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პარლამენტის თავმჯდომარედ არჩილ თალაკვაძე დასახელდა. პირველი მოადგილე იქნება გიორგი ვოლსკი, მოადგილეები კი, კახა კუჭავა და დავით სერგეენკო.

კომიტეტების თავმჯდომარეების თანამდებობები შემდეგნაირად ნაწილდება: 

იურიდიულ საკითხთა კომიტეტი – ანრი ოხანაშვილი; 
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი – მიხეილ სარჯველაძე; 
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი – ირაკლი ბერაია; 
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი – ირაკლი ქადაგიშვილი; 
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი – სოზარ სუბარი; 
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი – ირაკლი კოვზანაძე; 
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი – დავით სონღულაშვილი; 
აგრარულ საკითხთა კომიტეტი – ნინო წილოსანი; 
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი – მაია ბითაძე; 
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი – ნიკოლოზ სამხარაძე; 
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი – მაკა ბოჭორიშვილი; 
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტი – ბექა ოდიშარია; 
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი – დიმიტრი ხუნდაძე; 
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი – თეა წულუკიანი; 
სპორტისა და ახალგაზრულ საქმეთა კომიტეტი – მიხეილ ყაველაშვილი.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები