1 2 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

დღეიდან ამინდი გაუარესებას დაიწყებს - 18-19 ნოემბერს თბილისში პირველ თოვლს ელოდებიან

17-19 ნოემბერს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში 17-19 ნოემბერს +10, +15 გრადუსი იქნება.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე წერია, აღმოსავლეთ საქართველოში 18-19 ნოემბერს მოიღრუბლება.

„მოსალოდნელია ცივი, ნისლიანი და ნალექიანი ამინდი. მთაში და მაღალ მთაში მოთოვს. ბარში19 ნოემბერს შესაძლოა თოვლჭყაპი აღნიშნოს. ჰაერის ტემპერატურა ბარში 19 ნოემბერს დღისით +1, +6 გრადუსამდე დაიკლებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

რაც შეეხება თბილისს, შესაძლებელია მცირე წვიმა. ჰაერის ტემპერატურა 17 ნოემბერს +13, +14 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 19 ნოემბერს აცივდება, მოსალოდნელია ნისლი და დღის ბოლოს შესაძლებელია თოვლჭყაპიც. ტემპერატურა დღისით +3, +5 გრადუსამდე დაიკლებს

კომენტარები

მსგავსი სიახლეები