0 6 : 3 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ვლადიმერ პუტინი იულია ტიმოშენკოს რუსეთში მკურნალობას სთავაზობს

ჩამოტვირთვა

ვლადიმერ პუტინი იულია ტიმოშენკოს რუსეთში მკურნალობას სთავაზობს. რუსეთის არჩეული პრეზიდენტის განცხადებით, მზადაა უკრაინის ყოფილ პრემიერს სამკურნალოდ ნებისმიერი დაწესებულება შესთავაზოს. ჟურნალისტებთან საუბრისას პუტინმა ისიც აღნიშნა, რომ დარწმუნებულია ტიმოშენკოს უდანაშაულობაში. მისი თქმით, ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებული ხელშეკრულება არც რუსეთის, არც უკრაინის კანონმდებლობას არ არღვევდა და მის გამო ტიმოშენკოს დაკავება უსამართლოა. პასუხი ვლადიმერ პუტინის წინადადებას უკვე გასცა უკრაინის პროკურატურამ. უწყების ოფიციალური განცხადებით, ტიმოშენკოს გადაყვანა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში დაუშვებელია. ტიმოშენკოს დაკავებასთან დაკავშირებით განცხადება დიმიტრი მედვედევის აპარატმაც გაავრცელა. მოქმედი პრეზიდენტის პრესმდივნის განცხადებით, დიმიტრი მედვედევი ტიმოშენკოს დაკავებას უკანონოდ აფასებს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები