0 6 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

საფრანგეთში დუმილის დღეა

ჩამოტვირთვა

საფრანგეთში წინასაარჩევნო აგიტაცია აიკრძალა და დუმილის დღე გამოცხადდა. "ბი-ბი-სის" ცნობით, საფრანგეთის მოსახლეობა ხვალ მომდევნო ხუთი წლით ქვეყნის მეთაურს ირჩევს. პრეზიდენტის პოსტზე პრეტენზიას 10 ადამიანი აცხადებს, მათ შორის, ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი. დროის სხვაობის გამო საფრანგეთის ზღვისპირა რეგიონებსა და ამერიკის კონტინენტზე არსებულ საფრანგეთის საელჩოებში კენჭისყრა უკვე მიმდინარეობს. საარჩევნო სიებში 45 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული. საპრეზიდენტო არჩევნები ორ ტურად გაიმართება. პირველი ტური ხვალ, ხოლო მეორე 6 მაისს შედგება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები