0 6 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ ახალი საქმის წინასაწარი მოსმენა დაიწყო

ჩამოტვირთვა

უკრაინაში იულია ტიმოშენკოს წინააღმდეგ ახალი საქმის წინასაწარი მოსმენა დაიწყო. ყოფილ პრემიერს გადასახადების დამალვასა და თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებენ, რის გამოც შესაძლოა მას სასჯელი 12 წლამდე გაეზარდოს. ახალი ბრალდება ადამიანის უფლებათა დამცველების შეშფოთების მიზეზი გახდა. ტიმოშენკოს მომხრეები სასამართლოს შენობის წინ შეიკრიბნენ და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს, თავად ყოფილი პრემიერი კი სასამართლოს სხდომას ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრო. ტიმოშენკო, რომელსაც გასულ წელს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ახალ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები