0 8 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ინდოეთში ჩვილ ბავშვებს შენობის აივნიდან ყრიან

ჩამოტვირთვა

ინდოეთის სამხრეთ-დასავლეთით, კარნატაკის შტატში, წელიწადში ერთხელ, შოკისმომგვრელი რიტუალი იმართება. შიშით ატირებულ ჩვილ ბავშვებს ტაძრის აივნიდან ყრიან. ვიდრე ჩვილებს ძირს გადაყრიან, სადაც მათ გაჭიმული პლედებით ელოდებიან, სასულიერო პირები ბავშვებს დამატებით მთელი ძალით ანჯღრევენ. მღვდელი ბავშვს დაბლა ისე ისვრის, რომ ძირს არ იყურება, ყველაფერი გამართლებაზეა. ყოველ ჯერზე, როდესაც ბავშვი პლედზე წარმატებით ეშვება, გახარებული ბრბო ყვირილს იწყებს. სამხრეთ ინდოეთში მიაჩნიათ, რომ ამ რიტუალს ბავშვებისთვის ბედნიერება, ჯამრთელობა და წარმატება მოაქვს. ბავშვის უფლებების დამცველი ორგანიზაციის მოთხოვნით, შარშან ეს ბარბაროსული ტრადიცია აიკრძალა, თუმცა წელს სოფელ ნაგრალის დიგამბეშვარის ტაძარში რიტუალი კვლავ გამართეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები