0 8 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტრანსექსუალი მონაწილე მისს მსოფლიოზე

ჩამოტვირთვა

შეუძლია თუ არა ტრანსსექსუალს მისების კონკურსში მონაწილეობის მიღება? ამ კითხვაზე პასუხი აქამდე არ არსებობდა. შემთხვევა პირველად კანადაში დაფიქსირდა, რის გამოც 23 წლის კანადელი მოდელი ჯენა ტალაკოვა "მის სამყაროს" კონკურსიდან მოხსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას People ავრცელებს. როგორც აღმოჩნდა, ტალაკოვა მამაკაცად დაიბადა, თუმცა 14 წლის ასაკიდან ჰორმონალურ პრეპარატებს იღებდა და 19 წლის ასაკში მან სქესი შეიცვალა. "ტალაკოვა კონკურსიდან მოიხსნა, რადგან ის არ აკმაყოფილებს კონკურსის მოთხოვნებს მიუხედავად იმისა, რომ აქვს "მის კანადის" ტიტული", – ნათქვამია ორგანიზაციის უწყებაში. გაზეთი The Province იუწყება, რომ ტალაკოვა 2012 წლის კონკურსისთვის 65 ფინალისტს შორის იყო არჩეული. "იმედგაცრუებული ვარ ორგანიზატორების საქციელის გამო. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მომავალში სხვა კონკურსანტები ჩემსავით დისკრიმინირებულები არ აღმოჩნდნენ". – განაცხადა ტრანსსექსუალმა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები