0 8 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სპეცოპერაციის შემდეგ ტულუზაში სიმშვიდეა

ჩამოტვირთვა

36-საათიანი სპეცოპერაციის შემდეგ ტულუზაში ამ დროისთვის სიმშვიდეა. საფრანგეთის მედია კი მუჰამედ მერას დასაკავებლად ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სპეცსამსახურების მუშაობას აკრიტიკებს. როგორც ირკვევა, სპეცსამსახურები ტერორისტს რამდენიმე თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ, თუმცა ტრაგედიის თავიდან აცილება ვერ შეძლეს. ასევე ვრცელდება ცნობა იმასთან დაკავშირებითაც, რომ მერა ტერორისტულ დაჯგუფებებთან კავშირის გამო ამერიკის შეერთებული შტატების შავ სიაში იყო შესული. ტულუზაში სპეცოპერაცია გუშინ ჩატარდა. მუჰამედ მერა, რომელსაც ბრალად სამი ტერორისტული აქტის მოწყობა ედება, სპეცოპერაციის შედეგად ლიკვიდირებულია.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები