1 1 : 4 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კეტრინ ეშტონი ირანს მოლაპარაკებას სთავაზობს

ჩამოტვირთვა

მსოფლიოს ექვსმა სახელმწიფომ ირანის ხელისუფლებას, ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებით, მოლაპარაკებების განახლება შესთავაზა. ევროკავშირის საგარეო საქმეთა კომისარმა, კეტრინ ეშტონმა, ირანის წარმომადგენელ საიდ ჯალილს წერილი უკვე გაუგზავნა. მოლაპარაკებაში მონაწილეობას გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრი და გერმანია მიიღებენ. ეშტონის განცხადებით, მოლაპარაკების მიზანია საერთაშორისო საზოგადოება ირანის ბირთვული პროგრამის მშვიდობიან მიზნებში დაარწმუნოს. ისრაელი და დასავლეთის ქვეყნები ირანს ბირთვული იარაღის შექმნაში ადანაშაულებენ, რასაც ეს უკანასკნელი კატეგორიულად უარყოფს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები