1 2 : 3 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მიტინგის დროს მოსკოვის პოლიციამ 250-ზე მეტი ადამიანი დააკავა

ჩამოტვირთვა

მოსკოვის პოლიციამ წუხელ, გვიან ღამით, არასანქცირებული მიტინგის გამართვის დროს 250-ზე მეტი ადამიანი დააკავა, მათ შორის ოპოზიციის ლიდერები. ამის შესახებ "რია ნოვოსტი" იუწყება . დაკავებულთა შორის იყვნენ ილია იაშინი, ალექსეი ნავალნი და სერგეი უდალცოვი. ყველა მათგანი პოლიციის განყოფილებებში მიიყვანეს, რომლებიც შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების შემდეგ, გვიან ღამით გაათავისუფლეს. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ 8 და 9 მარტისთვის დაგეგმილ მიტინგს ოპოზიცია აღარ გამართავს, რადგან დედაქალაქის ხელისუფლებასთან მიტინგის ჩატარების ადგილთან დაკავშირებით შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ოპოზიციის წევრები ამ მიტინგების გამართვას არბატის მოედანზე გეგმავდა, მერიამ კი მათ სხვა ადგილები შესთავაზა, რაც ოპოზიციას არ აწყობს. სერგეი უდალცოვის განცხადებით, ამ ეტაპზე მიტინგების ჩატარების ნაცვლად, მთელი კონცენტრაცია 10 მარტის მსვლელობაზე გადავა. ამ მსვლელობის მარშრუტთან დაკავშირებით, მოსკოვის მერია დღევანდელ სხდომაზე იმსჯელებს.აღნიშნული მსვლელობის გამართვის შესახებ ნებართვა ოპოზიციამ თებერვლის ბოლოს ითხოვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები