1 2 : 5 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ყველაზე ცნობილი ულამაზო ქალბატონების ათეული

ჩამოტვირთვა

სილამაზე წარმატების ერთ–ერთ მთავარ წინაპირობად მიიჩნევა, თუმცა მსოფლიოში არართი ულამაზო ქალია ცნობილი, რომელმაც წარმატებას ზუსტად იმ სფეროში მიაღწია, სადაც გარეგნულ მონაცემებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. გთავაზობთ, ყველაზე შეუხედავ, პოპულარულ ქალთა ათეულს. მეათე პოზიცია სერიალიალის, „სექსი დიდ ქალაქში“, ვარსკვლავმა, სარა ჯესიკა პარკერმა, დაიკავა. მეცხრე ადგილზეა მომღერალი და მსახიობი ბარბარა სტრეიზანდი, რომელიც ათეულში საკუთარი ცხვირის დამსახურებით მოხვდა. მერვე ადგილი ასევე მომღერალსა და მსახიობს, სახელგანთქმულ ლაიზა მინელის, ხვდა წილად. მეშვიდე ადგილზეა პედრო ალმადოვარის აღმოჩენა, მომღერალი, მსახიობი და ფოტომოდელი, როსი დე პალმა, რომელმაც სახელი გაითქვა ფილმით „ქალები ნერვული აშლილობის ზღვარზე“. მეექვსე პოზიციას კომედიური ჟანრის მსახიობი, სანდრა ბერნარდი, იკავებს. მუხუთე ადგილი ამერიკული კინოკომედიების ვარსკვლავმა. ჯოან კიუსაკმა, დაისაკუთრა. მეოთხე ადგილზეა მომღერალი და მსახიობი ბეტ მიდლერი, რომელმაც მაყურებელს თავი სახასიათო კინოროლებით დაამახსოვრა. საპატიო მესამე ადგილს მომღერალი ემი ვაინჰაუსი იკავებს. მეორე პოზიციაზეა მეოცე საუკუნის სკანდალური ქალბატონი, უოლის სიმფსონი, რომლის სიყვარულმაც ინგლისის უფლისწულ უდუარდ მერვეს სამეფო გვირგვინზე უარი ათქმევინა. უოლისი თავისუფალი ცხოვრებით ცხოვრობდა და მარტოხელა დედა იყო, რის გამოც ინგლისის სამეფო ოჯახი მას არასოდეს მიიღებდა, ამიტომ შეყვარებულმა ედვარდმა მეფობას უოლისთან ყოფნა არჩია. პირველ ადგილს, ინგლისის პრინც ჩარლზის მეგობარი ქალბატონი, კამილა პარკერი, იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება კამილას უშნო ქალბატონად მიიჩნევს, ჩარლზი მასზე უზომოდაა შეყვარებული. სწორედ კამილა გახდა ლედი დიანასა და პრინცი ჩარლზის განქორწინების მიზეზი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები