1 2 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ბარაკ ობამა: საპრეზიდენტო არჩევნებზე ბრძოლა დაძაბული იქნება

ჩამოტვირთვა

აშშ-ის პრეზიდენტი საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატებს შორის დაძაბულ პოლიტიკურ ბრძოლას ვარაუდობს , - უცხოური მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ბარაქ ობამამ საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, დაპირისპირება არჩევნებში შეუპოვარი იქნება. მოქმედი პრეზიდენტი აცხადებს, რომ შიდა პოლიტიკის მნიშვნელოვანი საკითხების – ბიუჯეტის, გადასახადების, ინვესტიციების, განათლებისა და მეცნიერების კუთხით "დემოკრატიულ პარტიას" ბევრად მომგებიანი პოზიცია აქვს, ვიდრე კონკურენტ "რესპუბლიკელებს". აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნები 6 ნოემბერს გაიმართება. ბარაქ ობამას კონკურენტის ვინაობა ჯერ გამოკვეთილი არ არის. "რესპუბლიკელებიდან" საპრეზიდენტო კანდიდატობისთვის ოთხი ადამიანი იბრძვის – მასაჩუსეტსის შტატის ყოფილი გუბერნატორი მიტ რომნი, კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის ექსსპიკერი ნიუტ გინგრიჩი, პენსილვანიის შტატის ყოფილი გუბერნატორი რიკ სანტორუმი და კონგრესის წარმომადგენლობითი პალატის წევრი რონ პოლი.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები