1 2 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სირიაში რეფერენდუმის შედეგები გამოაცხადეს

ჩამოტვირთვა

სირია სამოქალაქო ომის ზღვარზე - ქვეყნის ხელისუფლებამ ქვეყანაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები გამოაცხადა. მათი ინფორმაციით, მოსახლეობის უმრავლესობამ მხარი არჩევნების ჩატარებას დაუჭირა. რეფერენდუმის შედეგების მიხედვით, ქვეყანაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ამჯერად მრავალპარტიული იქნება. რეფერენდუმს ბოიკოტი გამოუცხადეს ოპოზიციის წარმომადგენლებმა და მომხრეებმა. პროცესი არეულობის ფონზე მიმდინარეობდა. კვლავ სროლის ხმა ისმის დერაასა და ჰომსში. გავრცელებული ცნობით, გასულ ღამეს ორმხრივ სროლას 30 ადამიანი ემსხვერპლა. რეფერენდუმის შედეგებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა. მან აღნიშნა, რომ შედეგები, შესაძლოა, სამოქალაქო ომის მიზეზი გახდეს. ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციას სირიასთან დაკავშირებით აპროტესტებენ თურქეთში. ქალაქ ჰატაიში ათობით დემონსტრანტი თეთრ სახლს სირიაში მიმდინარე მოვლენებში ჩაურევლობას სთხოვს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები