1 2 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სირიაში სიტუაციის დარეგულირების პროცესში კოფი ანანი ერთვება

ჩამოტვირთვა

სირიაში სიტუაციის დარეგულირების პროცესში გაერო-ს ყოფილი გენერალური მდივანი კოფი ანანი ერთვება . უცხოური მედიის ინფორმაციით, კოფი ანანი გაერო-მ სირიაში სპეციალურ წარმომადგენლად მიავლინა. ამასთან, დღეს ტუნისში ამერიკის, ევროკავშირის წევრი და არაბული ქვეყნების ლიგის წარმომადგენელთა შეხვედრა გაიმართება. "სირიის მეგობრები", - ასე ჰქვია საერთაშორისო კონფერენციას, რომელზეც სირიაში ძალადობის დასრულების გზებსა და მისი კრიზისიდან გამოყვანის გეგმაზე იმსჯელებენ. აღსანიშნავია, რომ "სირიის მეგობრების" შეხვედრას რუსეთისა და ჩინეთის წარმომადგენლები არ დაესწრებიან, რადგან მათ ტუნისში დაგეგმილ კონფერენციაში მონაწილეობაზე უარი თავად განაცხადეს. სირიაში ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნით უკვე ერთ წელზე მეტია შეტაკებებია. ანტისამთავრობო დემონსტრაციებს უკვე 7 ათასზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები