1 1 : 4 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

პირველი ონლაინ-ოპერაცია ტვიტერზე

ჩამოტვირთვა

უპრეცენდენტო მოვლენა - ექიმებმა გულის ოპერაცია ტვიტერზე ჩაატარეს. ჰერმანის კლინიკის სამედიცინო პერსონალი ქირურგიული სამუშაოების პარალელურად, სტატუსებს, ფოტოებსა და ვიდეოებს ტვიტერზე აქვეყნებდა. პირველი სტატუსი ოპერაციის დაწყებამდე აიტვირთა, რომელიც მომხმარებელს აფრთხილებდა, რომ ცოტა ხანში გამოქვეყნებული სურათები სუსტი ნებისყოფის მქონე ადამიანებს არ უნდა ენახათ. სამედიცინო პერსონალი ქირურგის თითოეულ ქმედებას ტვიტერზე პოსტავდა, მაგალითად, როგორ ჭრიდა პაციენტის სხეულს დანით და რა მდგომარეობაში იყო მისი გული. დაინტერესებულ პირებს საშუალება ეძლეოდათ, ტვიტერის საშუალებით, ქირურგისათვის სხვადასხვა შეკითხვები დაესვათ და მათზა პასუხი მიეღოთ. საბოლოოდ, ყველაფერმა გეგმის მიხედვით ჩაიარა და ოპერაციას გართულებები არ მოჰყოლია. პაციენტი ექიმების პროგნოზით, ერთ კვირაში სრულიად გამოჯანმრთელდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები