1 1 : 3 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

სირიაში ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა

ჩამოტვირთვა

სირიაში მდგომარეობა უკიდურესად დაიძაბა. სირიის ქალაქები დერაა და ჰომსი მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა. გავრცელებული ცნობით, მხოლოდ გასული ღამის განმავლობაში ქვეყანაში 100 ადამიანი გარდაიცვალა. დამასკოში კი მშვიდობიანი დემონსტრაცია ჩატარდა. აქციის მონაწილეები რეფერენდუმის გზით კონსტიტუციის შეცვლას ითხოვდნენ. სირიაში განვითარებულ მოვლენებს კვლავ აქტიურად ეხმაურება საერთაშორისო საზოგადოება. თეთრი სახლი ქვეყანაში ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნის აუცილებლობაზე საუბრობს. ჯეი ქარნი აცხადებს, რომ ამისთვის ასადის რეჟიმმა ცეცხლი უნდა შეწყვიტოს. განცხადებას ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტიც აკეთებს. ვიქტორია ნულანდის თქმით, კონფლიქტის დარეგულირების მთავარ იარაღად დიპლომატიური გზები უნდა დარჩეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები