შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
|
‘CashBack’ ლიბერთი ბანკის ლოიალობის უნიკალური პროგრამა და თანხის უკან დაბრუნების შესაძლებლობაა. ლოიალობის პროგრამა ლიბერთის ბარათების მომხმარებლებისთვის, ბანკმა 2019 წლის ბოლოს წარადგინა და მას შემდეგ, სპეციალური შეთავაზებებით სარგებლობა მთელი საქართველოს მასშტაბით გახდა შესაძლებელი. პროექტის ფარგლებში, მეგობარ ობიექტებში ლიბერთის ბარათით ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, გადახდილი თანხის ნაწილი მომენტალურად ბრუნდება იმავე ანგარიშზე, საიდანაც ხორციელდება გადახდა. ანგარიშზე დაბრუნების გარდა, CashBack-ით დაბრუნებული თანხის ავტომატურად დაგროვება ლიბერთის საანაბრო პროდუქტის საშუალებით ‘ყულაბით’ არის შესაძლებელი.
CashBack დღეისათვის უკვე 500-ზე მეტ მეგობარ ობიექტებს აერთიანებს. პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ქსელურ ბრენდებთან დამეგობრების გარდა, ქართული სტარტაპ კომპანიების ხელშეწყობაა. 2023 წლისთვის კი რეგიონებში გაფართოება ლიბერთის პროგრამის მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება.
‘ლიბერთის მომხმარებლებისთვის ყოველდღე ყველაზე მაღალი ქეშბექის დაბრუნებაზე ჩვენი გუნდი მუდმივად მუშაობს. პანდემიის პერიოდში, მეგობარი კომპანიების რაოდენობა ბუნებრივია შემცირდა, თუმცა მთელი წლის განმავლობაში გუნდის ერთობლივი ძალისხმევით იმ მეგობარი ობიექტების რაოდენობამ, სადაც ლიბერთის ბარათის მომხმარებლებს CashBack-ით სარგებლობა შეუძლიათ მთელი საქართველოს მასშტაბით, უკვე 500-ს გადააჭარბა. ბანკის ლოიალობის მიმართულებით, ეს შედეგი კონკურენტულ უპირატესობასთან ერთად, მნიშვნელოვანი და საამაყოა. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ბიზნესის ჩართვას ლოიალობის პროგრამაში - განსაკუთრებით, რეგიონებისა და ქართული სტარტაპების ხელშეწყობის მიმართულებით’ - დაჯი მალაღურაძე, ლიბერთის ლოიალობის განვითარების განყოფილების ხელმძღვანელი.
CashBack-ის მისაღებად ლიბერთის ნებისმიერი ბარათის მფლობელს შეუძლია გადმოწეროს აპლიკაცია: CashBack 365 ან ისარგებლოს ვებგვერდით www.cashback.ge, გაიაქტიუროს სასურველი ობიექტის შეთავაზება და ლიბერთის ტერმინალზე გადახდისას, შეთავაზებით განსაზღვრული თანხის ნაწილი მომენტალურად დაიბრუნოს იმავე ანგარიშზე, საიდანაც მოხდა გადახდა. სასურველი ობიექტის, პროდუქტის და მომსახურების პოვნა მარტივად - კატეგორიის, ქალაქების, ან საძიებო სიტყვების საშუალებით არის შესაძლებელი. შეთავაზების გააქტიურების შემდეგ, მომდევო 1 თვის განმავლობაში CashBack შერჩეული ობიექტის ნებისმიერ ფილიალში ყოველი გადახდისას ავტომატურად ბრუნდება. CashBack ვრცელდება მეგობარი ობიექტების ნებისმიერ პროდუქციასა და მომსახურებაზე, მათ შორის ფასდაკლებულ პროდუქციაზეც.
მუდმივ შეთავაზებებთან ერთად, ლიბერთის ლოიალობის პროგრამა მეგობარ ობიექტებთან ერთად მასშტაბური აქციებით გამოირჩევა. ამჟამად, საახალწლო 60%-მდე CashBack აქციისთვის სხვადასხვა კომპანიებთან ერთად მიმდინარეობს მზადება. აქციის შესახებ ინფორმაცია CashBack-ის ფეისბუქ გვერდის საშუალებით რამდენიმე დღეში გავრცელდება: https://www.facebook.com/cashback.ge/
CashBack ერთადერთი ლოიალობის პროგრამაა საქართველოში მობილური აპლიკაციით, რომელიც ყველა -500-ზე მეტ შეთავაზებას, ერთ პლატფორმაზე აერთიანებს.
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...
თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative ...
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...
თიბისიმ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. თიბისის Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლ...
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შე...
ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის ა...
კომენტარები