შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
|
საქართველოს ბანკი დეველოპერული სექტორისა და ეკონომიკურად გამართული პროექტების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით კომპანია CITYZEN- ი ახალ პროექტს CITYZEN Central Park - ს თამარაშვილისა და უნივერსიტეტის ქუჩების კვეთაზე ახორციელებს.
CITYZEN Central Park ოთხი საცხოვრებელი ბლოკისგან და ერთი ბიზნეს თაუერისაგან შემდგარი პრემიუმ კლასის პროექტია. კომპლექსი 46 000 კვ. მეტრზე განთავსდება, საიდანაც 22 000 კვადრატული მეტრი რეკრეაციულ ზონას დაეთმობა, რაც თბილისის ცენტრალური უბნისათვის უპრეცედენტო მასშტაბია. პროექტის ჯამური საინვესტიციო ოდენობა 180 000 000 აშშ დოლარს შეადგენს.
საცხოვრებელი ბლოკების სართულიანობა ერთმანეთისგან განსხვავებულია და მისი მაქსიმალური სართული 25 იქნება.
პროექტს უდიდესი რეკრეაციული სივრცის გარდა გამოარჩევს უნიკალური ლოკაცია; ექსკლუზიური ხედები; მრავალფუნქციურობა და თანამედროვე არქიტექტურა.
„ჩვენ შემოგვაქვს დეველოპმენტის ახალი განზომილება. ესაა მდგრადი, ნაფიქრი და სისტემური განვითარება. მოხარული ვართ რომ ახალ, მასშტაბურ პროექტს ისეთ ძლიერ ფინანსურ ინსტიტუტთან პარტნიორობით ვახორციელებთ, როგორც საქართველოს ბანკია. ჩვენი პროექტი ბევრი ასპექტით გამოირჩევა. ესაა ყველაზე დიდი რეკრეაციული სივრცე, ავტომობილებისაგან თავისუფალი შიდა ეზო, ხელოვნური ტბა, ZEN სივრცე, იაპონური ბაღი, საბავშვო მოედანი, 1500 ავტომობილზე გათვლილი დახურული ავტოსადგომი და მომიჯნავედ მდებარე კომერციული ზონები. მომავლის არქიტექტურას, მინიმალისტური და იმავდროულად ასიმეტრიული ფორმები ქმნის. სწორედ ეს კონცეფციაა გამოყენებული ჩვენი პროექტის დიზაინში, რომელიც ქალაქის იერსახის გაუმჯობესებას ემსახურება. CITYZEN Central Park, კომპანიისთვის პირველი პროექტია. საცხოვრებელი კომპლექსისა და ბიზნეს ცენტრის მშენებლობის პარალელურად კომპანია გეგმავს ზრდა–განვითარებას და სხვა დეველოპერული პროექტების წამოწყებას როგორც დედაქალაქში, ასევე მის გარეთაც“,- განაცხადა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა, ალექსანდრე ტოგონიძემ.
„სასიამოვნია, როცა შეგვიძლია ჩვენი წვლილი შევიტანოთ ისეთი საინტერესო და გამორჩეული პროექტის განხორციელებაში, როგორც CITYZEN Central Park - ია. მისი სახით თბილისს მაღალი კლასის საცხოვრებელი კომპლექსი შეემატება, რომელსაც ქალაქში ყველაზე დიდი ეკომეგობრული, ZEN სივრცე ექნება. სწორედ ამიტომ, მშენებლობის პროცესში ერთდროულად არქიტექტურის უახლესი ტექნოლოგიები და თანამედროვე ეკოლოგიური მიდგომები გამოიყენება. ასევე მნიშვნელოვანია, რომ პროექტი ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის, რომლის ფარგლებშიც 300–ზე მეტი ადამიანი დასაქმდება. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კომპანიას სამომავლო გეგმების განხორციელებაში“,- განაცხადა სანდრო ძაგნიძემ, საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...
თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative ...
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...
თიბისიმ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. თიბისის Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლ...
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შე...
ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის ა...
ოქტომბერი 2024 | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
კომენტარები