შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
|
საქართველოს ბანკი აქტიურ რეჟიმში განაგრძნობს ბიზნესის მხარდაჭერას. ბანკთან პარტნიორობით, ნატურალური პროდუქტების ჰიპერმარკეტი „აგროჰაბი“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის მიმდებარედ ახალ ფილიალს გახსნის. აგროჰაბის ახალი ფილიალის სავაჭრო სივრცის მთლიანი ფართობი 1400 კვ.მ-ია, 1000 კვ.მ-დაეთმობა ავტოსადგომს, ხოლო 750 კვ.მ-ს დაიკავებს აგროჰაბის კაფე.
აგროჰაბი საქართველოში, როგორც ბრენდი კვების მრეწველობაში, ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას წარმოადგენს. მისი კონცეფცია - 100% ნატურალური, ქართული ნედლეულისგან დამზადებული პროდუქტების წარმოება და რეალიზაციაა, რომელთა ხარისხიც წარმოების ყველა ეტაპზე გადის მრავალ საფეხურიან შემოწმებას.
„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკთან თანამშრომლობის ფარგლებში გვეძლევა შესაძლებლობა, კიდევ უფრო განვავითაროთ საქმიანობა, გავხსნათ დამატებით ახალი ფილიალი, რაც კიდევ ერთხელ მოგვცემს შესაძლებლობას, მეტი სიახლე შევთავაზოთ ჩვენს ერთგულ მომხმარებელს. ბუნებრივია ბიზნეს კონცეფცია, ბრენდის ნიშა და ღირებულებები უცვლელი რჩება. ახალი ფილიალის ვიზუალი გამორჩეული და საინტერესო დიზაინით შევქმენით თუმცა, ის არ არღვევს აგროჰაბის ბრენდის ვიზუალურ არქეტიპს. სავაჭრო სივრცე მაქსიმალურად ათვისებულია და რა თქმა უნდა, მთლიანად მორგებული მომხმარებლის საჭიროებებსა და ღირებულებებს. ამ ეტაპზე, ახალ ფილიალში, დაახლოებით 200 ადამიანი დასაქმდება“ - განაცხადა აგროჰაბის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა გოცირიძემ.
„გვახარებს ის ფაქტი, რომ გვეძლევა შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ კომპანიის მეტად განვითარებაში. მომხმარებელი უკვე კარგად იცნობს და ენდობა აგროჰაბის მაღალხარისხიან, ნატურალურ პროდუქციას. ახალი ფილიალის გახსნა ხელს შეუწყობს ბიზნესის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებას. საქართველოს ბანკი წარმატებას უსურვებს „აგროჰაბს“ და მომავალშიც განაგრძნობს ბიზნესის მხარდაჭერას“, - განაცხადა საქართველოს ბანკის კორპორაციული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, სანდრო ძაგნიძემ.
ინფორმაციისთვის, 2016 წლიდან აგროჰაბის წარმოება სერთიფიცირებულია ISO – 22000 საერთაშორისო სტანდარტის სერტიფიცირებით. აგროჰაბის რძის გადამამუშავებელი ქარხანა, საქონლის, ღორისა და ფრინველის ფერმები, ხორც-პროდუქტების, პურფუნთუშეულის, საკონდიტროს, ნახევარფაბრიკატებისა და საკონსერვო საამქროები, ღვინის მარანი- ყველაფერი აღჭურვილია თანამედროვე მანქანა-დანადგარებით. თითოეული პროდუქტის ხარისხი სხვადასხვა სახის (ფიზიკო-ქიმიურ, მიკრობიოლოგიურ და ვეტერინარულ) ლაბორატორიაში მოწმდება. ხდება ყოველდღიური შემოწმება ხილ-ბოსტნეულის ნიტრატების მაჩვენებლებზე და მხოლოდ ამის შემდგომ ხვდება ის დახლზე.
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...
თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative ...
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...
თიბისიმ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. თიბისის Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლ...
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შე...
ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის ა...
კომენტარები