შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
|
გალტ & თაგარტმა ტურიზმის სექტორზე კონფერენცია გამართა, რომელზეც უახლესი კვლევის შედეგები წარადგინა. კონფერენციაში დარგის წარმომადგენელები მონაწილეობდნენ.
გალტ & თაგარტის კვლევაში დეტალურად არის განხილული ტურიზმის აღდგენის დინამიკა როგორც საქართველოში, ისე გლობალურად. კვლევაში გაანალიზებულია სხვადასხვა ფაქტორების, მათ შორის მიგრანტების გავლენა სტუმართმასპინძლობის სექტორზე, სასტუმროების აღდგენის დინამიკა და ზოგადად, სექტორის გამოწვევები და პერსპექტივები.
კვლევის მიხედვით მნიშვნელოვან ტურისტულ ბაზრებზე 2022 წელს ტურიზმი სწრაფად აღდგა. ამასთან, საქართველო ოდნავ ჩამორჩება ამ ტრენდს, რადგან რუსეთ-უკრაინის ომმა შეანელა ტურისტული ვიზიტები, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებიდან. აღსანიშნავია, რომ 2022 წლის ივლის-აგვისტოში ტურიზმის აღდგენა დაჩქარდა და ტურისტულმა ვიზიტებმა 2019 წლის დონის 78.7%, ხოლო შემოსავლებმა 123.6% შეადგინა. შემოსავლების უფრო სწრაფი აღდგენა, მათ შორის, მიგრანტების შემოდინებით აიხსნება. აღსანიშნავია, რომ სასტუმროების შემოსავალები უფრო სწრაფად აღდგა რეგიონებში, სადაც შიდა ტურიზმის ფაქტორიც ემატება, მაშინ როცა თბილისის ბაზარი კვლავ ჩამორჩება პანდემიამდელ დონეს.
კვლევაში ასევე გაანალიზებულია დაგეგმილი სასტუმროების პროექტები. წლების განმავლობაში ეს სექტორი ერთერთი ყველაზე მიმზიდველი იყო ინვესტორებისთვის, თუმცა კოვიდ-პანდემიამ ვითარება შეცვალა და ბევრი დაგეგმილი პროექტი შეწყვეტილია. ამასთან, სასტუმროების მშენებლობაზე გაცემული ნებართვებიც წინა წლებთან შედარებით შემცირებულია, რაც ინვესტორების გაუარესებულ სენტიმენტებზე მიუთითებს. მოკლევადიან პერიოდში რეგიონში მიმდინარე კონფლიქტები ტურიზმის სექტორის მთავარი გამოწვევაა, თუმცა საშუალოვადიან და გრძელვადიან პერიოდში რეგიონებში სასტუმროების მიმზიდველობა მაღალია, მათ შორის მთავრობის მიერ მიმდინარე და დაგეგმილი საგზაო და სხვადასხვა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ფონზე.
„ღონისძიების მთავარი მიზანი იყო ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებისთვის გაგვეზიარებინა დარგის ანალიტიკოსების ხედვა არსებული ვითარების, გამოწვევებისა და პერსპექტივების შესახებ. ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორია, რომელიც პანდემიამ დიდწილად დააზარალა და რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონფლიქტებსაც დარგის პერსპექტივებზე მნიშვნელოვანი გავლენა აქვს. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დარგის მონაწილეებთან შეხვედრები და ჩვენი მოლოდინების გაზიარება.“ - განაცხადა გალტ & თაგარტის კვლევების მიმართულების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ევა ბოჭორიშვილმა.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ, ეწვიოთ ვებგვერდს: www.gt.ge
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...
თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative ...
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...
თიბისიმ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. თიბისის Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლ...
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შე...
ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის ა...
კომენტარები