შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
|
წლებია, რაც ავტომობილი მყავს და სიამაყით ვამბობ, რომ მის გამართულობაზე მუდმივად ვზრუნავ. თუმცა, რამდენიმე დღის წინ სამსახურისკენ მიმავალ გზაზე საცობში შევნიშნე, რომ საწვავი იწურებოდა. ამიტომ უახლოეს ბენზინგასამართ სადგურზე მივედი. საწვავის ჩამატების შემდეგ გზა გავაგრძელე და რამდენიმე წუთში საინფორმაციო დაფაზე ძრავის შემოწმების ყვითელი მანიშნებელი, check engine აინთო.
რა თქმა უნდა, გადავწყვიტე, დროულად მიმემართა სერვისცენტრისთვის და არჩევანი „თეგეტა მოტორსზე“ შევაჩერე, რადგან წლებია, მათი მომსახურებით ვსარგებლობ. ვიზიტის დროს, პირველ რიგში, გამომკითხეს, რა ვითარებაში აინთო ეს ინდიკატორი და ავტომობილის კომპიუტერული დიაგნოსტიკა მირჩიეს. კომპიუტერული დიაგნოსტიკის შედეგად დაფიქსირდა გაჟონვა საწვავის ავზის ვენტილაციის სისტემაში. გამიმართლა და პრობლემა შეცდომის განულებით მოგვარდა. ასევე, ბევრი საინტერესო რეკომენდაცია მივიღე სპეციალისტებისგან და მინდა, რამდენიმე მათგანი გაგიზიაროთ.
რა მოხდა ჩემს შემთხვევაში?
სპეციალისტმა ივარაუდა, რომ საწვავი დაქოქილ ავტომობილში ჩავასხი. სიმართლე გითხრათ, ცოტა დავიბენი, ამიტომ ჩავეძიე და ვთხოვე, დეტალურად აეხსნა, რატომ შეიძლებოდა ეს მომხდარიყო.
მისი თქმით, თანამედროვე ავტომობილების საწვავის ავზი აღჭურვილია ვენტილაციის სისტემით, რომელიც საწვავის ანაორთქლის გარეთ გაჟონვის პრევენციას ახდენს, ვინაიდან საწვავის ანაორთქლი ეკოლოგიისთვის მავნე ნივთიერებებს შეიცავს და ამ სისტემის საშუალებით ის იფილტრება. აღმოჩნდა, რომ ჩემი ავტომობილის ვენტილაციის სისტემა აღჭურვილია წნევის სენსორით. ბენზინგასამართ სადგურზე, დაქოქილ ავტომობილში საწვავის ავზზე ხუფის მოხსნის დროს, ამ სენსორმა წნევის ვარდნა დააფიქსირა და ინსტრუმენტების პანელზე შესაბამისი ინდიკატორი(check engine) აინთო.
რჩევა: არასდროს ჩაასხათ საწვავი დაქოქილ ავტომობილში.
ალბათ, გაგიჩნდათ კითხვა, რა მნიშვნელობა აქვს, საწვავის ჩასხმის დროს ავტომობილი დაქოქილი იქნება თუ არა? ავტომობილის გამორთვა-ჩართვის შედეგად, საწვავის ავზის ვენტილაციის სისტემა თავიდან იწყებს წნევის მონიტორინგს და თავდაპირველ წნევის ვარდნას არ ითვალისწინებს.
ასევე, რეკომენდაციის სახით მითხრეს, რომ დაუშვებელია საწვავის ავზის გადავსება, რადგან ზედმეტი საწვავი ვენტილაციის ფილტრში გადადის და მას აზიანებს, რასაც ასევე მოჰყვება „ჩეკის“ ინდიკატორის ანთება.
რჩევა: არასდროს გააგრძელოთ საწვავის ჩასხმა „პისტოლეტის" გათიშვის შემდეგ.
ზოგადად, რატომ შეიძლება აინთოს ჩეკის ინდიკატორი?
ძრავა და მისი პერიფერიული სისტემები სინქრონულად მუშაობს. თითოეულ სისტემაში არსებულმა ხარვეზმა შესაძლოა, უარყოფითი გავლენა მოახდინოს დანარჩენი სისტემების ეფექტიანად მუშაობაზე. სწორედ ამიტომ, როგორც კი მართვის სისტემა (ECM/TCM) პარამეტრების დასაშვებ ზღვარს მიღმა ცვლილებას აღმოაჩენს, მაშინვე მართვის პანელზე „ჩეკს“ აანთებს.
ეს არ ნიშნავს, რომ სიტუაცია კრიტიკულია, აღნიშნული მითითება პირველი სიგნალია, რომელიც სერიოზული პრობლემების თავიდან ასარიდებლადაა შექმნილი. თუმცა, ასეთ დროს აუცილებელია, ავტომობილი სერვისცენტრში გადაიყვანოთ და სრული კომპიუტერული დიაგნოსტიკა ჩაუტაროთ. მნიშვნელოვანია, ყურადღებით მოვეკიდოთ ამ საკითხს და პრობლემის მოგვარება პროფესიონალებს ვანდოთ, რაშიც „თეგეტა მოტორსის“ მექანიკოსები დაგვეხმარებიან.
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...
თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative ...
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...
თიბისიმ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. თიბისის Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლ...
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შე...
ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის ა...
კომენტარები