შენი წარმატების გზა: მიიღე რჩევები თიბისის წამყვ...
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
|
თიბისი პირველი კერძო კომპანიაა საქართველოში, რომელთანაც გაეროს ქალთა ორგანიზაციამ სტრატეგიული თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.
ხელმოწერის ღონისძიება თიბისი კონცეპტის სივრცეში გაიმართა და მას საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი, კაორი იშიკავა და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი, ვახტანგ ბუცხრიკიძე უძღვებოდნენ.
სტრატეგიული პარტნიორობა კიდევ უფრო გააძლიერებს გენდერული თანასწორობის საკითხების ინტეგრაციას როგორც თიბისის შიგნით, ისე ორგანიზაციის გარეთ - ბაზარზე და ზოგადად, საზოგადოებაში.
ორგანიზაციებს შორის გაფორმებული მემორანდუმი შემდეგი მიმართულებების გაძლიერებას შეუწყობს ხელს: ქალთა პროფესიული განვითარება; ქალი მეწარმეების მხარდაჭერა რეგიონებსა და დიდ ქალაქებში; ქალების დასაქმების წახალისება საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სფეროში; თანამშრომლების შესაძლებლობების განვითარება და გენდერული თანასწორობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.
„თიბისის, როგორც კერძო სექტორის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამსაქმებლის, როლი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების, მათ შორის გენდერული თანასწორობის, მიღწევაში ძალიან მნიშვნელოვანია. საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებში ქალებისა და გოგოების ჩართულობის ხელშეწყობის კუთხით, გაეროს ქალთა ორგანიზაცია და თიბისი ბანკი 2020 წლიდან აქტიურად თანამშრომლობენ. დარწმუნებული ვარ, ეს მემორანდუმი ჩვენს პარტნიორობას კიდევ უფრო გააღრმავებს და გაამრავალფეროვნებს“, - გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, კაორი იშიკავა.
„ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის მიმართ ერთგულება თიბისის კორპორაციული კულტურის განუყოფელი ნაწილია. კომპანიის არსებობის 30 წლის მანძილზე, მდგრადი განვითარების და კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულებით პროექტების განხორციელებას თიბისიში ისეთივე მნიშვნელობას ვანიჭებთ, როგორსაც ბიზნესის მიმართულების ხელშეწყობას. თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციას შორის საერთო ღირებულებებსა და ხედვაზე დამყარებული სტრატეგიული პარტნიორობა კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ უწყობს ორი ორგანიზაცია ხელს ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებას, რაც რა თქმა უნდა, თავის მხრივ, ბიზნესებში ქალების უფრო მეტად ჩართულობას განაპირობებს. დარწმუნებული ვარ, ერთად არაერთ საინტერესო და სასარგებლო ინიციატივას განვახორციელებთ“, - ვახტანგ ბუცხრიკიძე, თიბისი ბანკის გენერალური დირექტორი.
თიბისისა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის სტრატეგიულ პარტნიორობას წინ უძღოდა 2021 წელს, თიბისის მიერ გაეროს ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმოწერა. აღნიშნული პრინციპები ერთგვარი გზამკვლევია მაღალი სოციალური პასუხისმბელობის მქონე ბიზნესებისთვის, შეექმნან ისეთი ეკონომიკური და სოციალური პირობები, რომლებიც ქალებს და კაცებს განვითარების შესაძლებლობას მისცემს, დაიცავს ქალების და კაცების თანასწორ უფლებებს სამუშაო სივრცესა და სოციუმში და იზრუნებს მათ გაძლიერებაზე, ჯანმრთელობასა და უსაფრთხო გარემოს შექმნაზე.
თიბისიში, როგორც ტექნოლოგიურ კომპანიაში, ქალთა გაძლიერების საკითხების ინტეგრაციას და გენდერულ თანასწორობის საკითხებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. 2021 წლის მონაცემებით, სხვადასხვა პოზიციაზე თიბისიში დასაქმებული თანამშრომლების 68% ქალია, ასევე, უმაღლესი რგოლის მენეჯერების 35%-ს ქალები წარმოადგენენ. თიბისი გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს პროექტს - „500 ქალი ტექში“, რაც ტექნოლოგიების სფეროში ქალთა როლის გაძლიერებასა და მათ ჩართულობას გულისხმობს. ამას გარდა, თიბისის IT აკადემიაში ქალებს შესაძლებლობა ეძლევათ, IT მიმართულებით გაიღრმავონ ცოდნა და დასაქმდნენ თიბისი ჯგუფში.
26 სექტემბერს, თიბისი კონცეპტის სივრცეში ტარდება ღონისძიება - “შენი წარმატების გზა”, სადაც საშუალება გექნება გაიგო მეტი პროფესიების შესახებ, გაიცნო თიბისის წამყვანი პროფესიონალები, ...
ზაფხული უკვე მიიწურა და შვებულებისა და მოგზაურობის ეტაპიდან აქტიური სამუშაო და სასწავლო პერიოდი იწყება - ყოველდღიური საქმეები, ქალაქში ხშირი გადაადგილება... გადატვირთული მობილობის დროს, სწრაფი და უსა...
თიბისის მხარდაჭერით, 12-14 სექტემბერს, ბათუმში საერთაშორისო შემოქმედებითი ფესტივალი AD BLACK SEA 2024 ტარდება. ფესტივალზე თიბისი, როგორც ახალი თაობის მხარდამჭერი, წარადგენს ნომინაციას Young Creative ...
9 სექტემბერი ტესტერთა საერთაშორისო დღეა, რომლის აღნიშვნაც თბილისში უკვე ტრადიციად იქცა. მე-5 საიუბილეო 2-დღიან კონფერენციაზე, რომელიც შერატონ მეტეხი პალასში 8-9 სექტემბერს გაიმართება, ტექნოლოგიების ე...
თიბისიმ, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად, თავის მომხმარებელებს, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა. თიბისის Back 2 School-ის კვირეულის ფარგლებში, 2-დან 9 სექტემბრის ჩათვლ...
თიბისი უკვე წლებია, ჩართულია თითქმის ყველა სახელმწიფო პროექტში, რაც ბანკის ექსპერტებს მეტი მოქნილობის საშუალებას აძლევს, ყველა თიბისის მსესხებელს კრედიტის საუკეთესო ვარიანტი და ოპტიმალური პირობები შე...
ბავშვების უსაფრთხო მგზავრობის ხელშეწყობისა და სამგზავრო სავარძლების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით, 2020 წელს საზოგადოებრივი ორგანიზაცია Your Car Seat შეიქმნა. ორგანიზაციის ა...
კომენტარები