2 3 : 2 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მამის ნაამბობი, რომელსაც სამი ქალიშვილი ცოცხლად დაეწვა - სუსტი ნერვების მქონეებმა არ წაიკითხოთ

ჟურნალისტი ლაშა ბერულავა "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე, კემეროვოში მომხდარ ტრაგედიაზე წერს:

"გამოცხადებული ჯოჯოხეთის ქრონიკა - მამის ნაამბობი, რომელსაც სამი ქალიშვილი ცოცხლად დაეწვა. 


(სუსტი ნერვების მქონეებმა არ წაიკითხოთ, მე მოვკვდი, სანამ ვთარგმნიდი...)
კემეროვოში, სავაჭრო ცენტრის დარბაზში ალექსანდრეს სამი ქალიშვილი ცოცხლად დაიწვა. ტყუპები 11-ის, ხოლო უმცროსი - 5 წლის იყვნენ. ალექსანდრეც იქვე იყო, მაგრამ გადარჩა. 
როგორც ის ჰყვება, კვირას ქალიშვილები სავაჭრო ცენტრის მეოთხე სართულზე მდებარე კინოთეატრში მიიყვანა, უყიდა მათ ბილეთი მულტფილმ "შერლოკ გნომსის" სეანსზე, თითოეულს ასევე უყიდა პოპკორნი, მიაცილა დარბაზამდე და ჩავიდა პირველ სართულზე, რათა სეანსის დასრულებას დალოდებოდა. 


სეანსი 14:40-ზე დაიწყო, საათნახევრის შემდეგ კი ერთერთმა გოგონამ დაურეკა მამას და უთხრა, რომ დარბაზში კვამლი დგას, ხოლო დებთან ერთად გარეთ ვერ გამოდის, რადგან კარები ჩაკეტილია. 


ალექსანდრე მაშინვე საშველად გავარდა - ამ დროს შენობაში უკვე ყველგან კვამლი იყო. 
"კიბეზე ავრბოდი, ვიღაცამ ხელში სველი ტილო ჩამიდო, ცხვირზე მივიფარე. მეოთხეზე რომ ავირბინე, მაშინვე ფანჯარა ჩვამსხვრიე, რომ კვამლი გარეთ გასულიყო და წევა ზემოთ ყოფილიყო მიმართული, შემდეგ კი დავეცი. დავიწყე ხოხვა, ვხვდებოდი, რომ ძალა მეცლებოდა, მომწამვლელ გაზს ვსუნთქავდი, გონება მებინდებოდა.

ჩემი ქალიშვილი განუწყვეტლივ მირეკავდა და მირეკავდა. მე მხოლოდ იმას ვუყვიროდი ტელეფონში, რომ ეცადა დარბაზიდან გამოსვლა, მაგრამ სხვა არაფრის გაკეთება აღარ შემეძლო - წინ უკვე ცეცხლი იყო".


როცა შვილებამდე მიღწევა ვერ შეძლო, ალექსანდრე ქვემოთ გაიქცა, რომ დასახმარებლად მაშველები მოეყვანა. ქუჩაში მან მაშველთა პირველი ბრიგადა დაინახა, ისინი ცეცხლის ჩაქრობას ზემოდან აპირებდნენ. 


"მე მათ ვუთხარი, რომ მეოთხე სართულზე ბავშვები კინოთეატრის დარბაზში არიან ჩაკეტილი და ჯერაც ცოცხლები არიან, საჭიროა მათი გამოყვანა. ისინი დამეთანხმნენ, მაგრამ მთელი სამი, გესმით? მთელი სამი წუთი აირწინაღების ჩამოცმას მოუნდნენ. მე მათ კიბე ვაჩვენე, საიდანაც ყველაზე სწრაფად აირბენდნენ კინოთეატრამდე და თავდაპირველად გამომყვნენ, მაგრამ მერე ვიღაც კაცმა დაიყვირა, ცენტრალურ კიბეზე ცეცხლიაო და ისინი მას გაჰყვნენ... შევეხვეწე - "ერთი აირწინაღი მომეცით, მე თვითონ გამოვიყვან მათ", მაგრამ მათ მითხრეს: "არ შეიძლება, ყველაფერი წესის მიხედვით უნდა მოხდეს..." - და ჩემი ქალიშვილები ცოცხლად დაიწვნენ, ამ წესების გამო..."- წერს ლაშა ბერულავა სოციალურ ქსელში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები