0 2 : 4 1
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

მატილდა კატალიამ "იქს-ფაქტორის" დატოვების შემდეგ სკანდალური კომენტარი გამოაქვეყნა

„იქს-ფაქტორიდან“ გამოშვების შემდეგ მატილდა კატალინდა სოციალურ ქსელში სკანდალურ კომენტარს ავრცელებს:
„წარმოუდგენელი რაოდენობის წერილები. წარმოუდგენელი შეგრძნებები... ამდენი სითბო და სიყვარული, ნეტა რისთვის მომეცა ღმერთო ...


თუმცა ვერანაირად ვერ შევეგუები ამ პროექტის ლანძღვა - გინებას: პროექტის , რომელმაც თქვენი თავი მაჩუქა მე მარტო, ამ პროექტის გარეშე ამას ვერ შევძლებდი და კიდევ 44 წელი ვიჯდებოდი სახლში რამდენი ნიჭიერი ადამიანი გავიცანი...


ვერც დარჩენილი კონკურსანტების აუგად მოხსენიებას ვერ შევეგუები: თუ გინდა განვითარდე და რაღაცას მიაღწიო, დიახაც ამისთვის ძალიან ბევრი უნდა იშრომო, ისწავლო, ბევრ პროექტებში მიიღო მონაწილეობა, სხვანაირად ვერ განვითარდები.


ამ პროექტმა, საკუთარი თავი მაპოვნინა ისეთ ასაკში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში- განაჩენია ( იყო 44 წლის): ვაპირებ ვოკალურადაც ვიმუშაო და რა გამოდის: იმიტომ რომ х- ფაქტორში ვმონაწილეობდი, არსად არ მივიღო მონაწილეობა?


ვერც ქ-ნი ლელას ლანძღვას ვერ შევეგუები, მან მე იმდენი სითბო, სიყვარული, იმედი მაჩუქა და ეს იყო ნამდვილი, დაუგეგმავი და "არაჩაწყობილი" ჩაწყობაა, ჩაწყობაა.. ჩაწყობაა..


თავაწულმა შემიძლია თამამად ვთქვა: არავისთან არაფერი ჩამიწყვია, ნამდვილად პირდაპირ სამზარეულოდან მოვედი და როგორ დავიჯერო, რომ მხოლოდ მე მოვხვდი ჩაწყობის გარეშე...


ყველას ჩვენ ჩვენი ჯვარი გვაქვს სატარებელი, მთავარია წუწუნის გარეშე მოვახერხოთ ამ ჯვრის ტარება"

კომენტარები

მსგავსი სიახლეები