0 3 : 5 0
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

კრიმინალი

ვაზისუბანში ბაბუა და შვილიშვილი დაჭრეს - დაკავებულია ერთი პირი

თბილისში, ვაზისუბანში ბაბუა და შვილიშვილი დაჭრეს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის დაწყებული ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის შედეგადაც, ორი მოქალაქე დაიჭრა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები