0 1 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

საზოგადოება

„ლელოს“ იმერეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები

პოლიტიკურმა გაერთიანება „ლელომ“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანია გახსნა და საქართველოს მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ოფიციალურად დაასახელა.
ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლისთვის, „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ, მამუკა ხაზარაძემ საქართველოს მასშტაბით 25 მაჟორიტარი დეპუტატი დაასახელა. კონკრეტულად, იმერეთის რეგიონში კი მოსახლეობას მათი ინტერესების დასაცავად 4 კანდიდატი წარუდგინა, მათ შორის სამი ქალია, რომლებიც „ქართული ოცნების“ დასამარცხებლად და ქვეყანაში მათ მიერ შექმნილი სისტემის შესაცვლელად იბრძოლებენ. ეს იქნება გარდამტეხი  ბრძოლა, რომელიც ხვალინდელ უკეთეს დღეს გვპირდება!   პროფესიონალიზმი, ახლებური ხედვა და ახალგაზრდა კანდიდატები, რომლებიც თავისი საქმის და სფეროების პროფესიონალები არიან.  კონკრეტული გეგმა ქვეყნის კრიზისიდან გამოსაყვანად - ეს არის „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების მთავარი გზავნილი.
წარდგენის დღესაც და შემდგომ გაკეთებულ ყველა განცხადებაში, ლელოს მაჟორიტარობის კანდიდატები აცხადებდნენ, რომ მთავარი ამოცანა "ქართული ოცნების" დამარცხებაა. „ქართული ოცნების“ ძველ სახეებს „ლელოს“ ახალგაზრდა და ენერგიული ლიდერები დაუპირისპირდებიან, რომელთაც განათლება მსოფლიოს სხვადასხვა სასწავლებელში აქვთ მიღებული და საქართველოში სწორი ხედვებით და ახალი პოლიტიკური დღის წესრიგის შესაქმნელად იბრძოლებენ.
ისევე, როგორც თბილისში, რეგიონებშიც „ლელოს“ ახალი სახეები ჰყავს მაჟორიტარ დეპუტატებად დასახელებული. ლელოს გუნდში კანდიდატებს შორის ბევრი საინტერესო სახეა, მათ შორის იმერეთშიც, სადაც „ლელოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ჰყავს ანა ნაცვლიშვილი, თორნიკე ართქმელაძე, ანა ბიბილაშვილი და ანი მიროტაძე არიან: 
1. ანა ნაცვლიშვილი – ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.   იურისტი, თსუ-ს, ბუდაპეშტისა და ესექსის უნივერსიტეტების კურსდამთავრებული. იყო „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე; სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი; ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში სახელმწიფო კომისიის წევრი და საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში. 2017 წელს მიენიჭა “წლის უფლებადამცველის” ჯილდო.
2. ანი მიროტაძე – ჭიათურის, საჩხერისა და ხარაგაულის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.   პოლიტიკოსი. ჟურნალისტი. სამოქალაქო აქტივისტი. ადამიანის უფლებების დამცველი. აქვს 20 წლიანი ჟურნალისტური გამოცდილება. იყო საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის წევრი.
3. ანა ბიბილაშვილი – ზესტაფონის, თერჯოლის, ტყიბულისა და ბაღდათის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი. არქიტექტორი და ურბანისტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი, ლისაბონის უნივერსიტეტში მუშაობდა სადოქტორო პროგრამაზე. არის ქალაქის გამწვანების აქტიური დამცველი. სტუდენტთა განვითარების ფონდის დამფუძნებელი.        4. თორნიკე ართქმელაძე – სამტრედია, წყალტუბოს, ხონისა და ვანის რაიონების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი.  სამართლის მაგისტრი, დოქტორანტი, ბიზნესის სამართლის ადვოკატი. იყო თსუ -ს მოწვეული ლექტორი და იურიდიული მიმართულების ტრენერი, იყო სტუდენტური მოძრაობის აქტიური წევრი. არის რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.
„ლელოს“  4 კანდიდატს იმერეთში  „ქართული ოცნებიდან“ ამდენივე კანდიდატი დაუპირისპირდება. ქუთაისის საარჩევნო ოლქში ანა ნაცვლიშვილის  წინააღმდეგ  ზაზა ლომინაძე იბრძოლებს.  სამტრედიაში, წყალტუბოში, ხონსა და ვანში  თორნიკე ართქმელაძის წინააღმდეგ მმართველი გუნდიდან გივი ჭიჭინაძე იქნება.  ზესტაფონში, ბაღდათში, თერჯოლასა და ტყიბულში „ლელოს“ ანი ბიბილაშვილი, ხოლო „ქართულ ოცნებას“  ბეჟან წაქაძე  წარმოადგენს. საჩხერეს, ჭიათურასა და ხარაგაულის საარჩევნო ოლქში „ლელოს“ წარმომადგენელს, ანი მიროტაძეს „ქართული ოცნების“ კანდიდატი პაატა კვიჟინაძე დაუპირისპირდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

  • 14:58

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდე...

    საქართველოში ბინების თანდათანობითი გაიაფების ტენდენცია გრძელდება. მიგრანტების გადინებამ და შემცირებულმა მოთხოვნამ უძრავი ქონების გაიაფებას შეიწყო ხელი. გაიაფება განსაკუთრებით საშუალო კლასის ბინებს შეე...

  • 21:20

    კესარია აბრამიძე მოკლეს...

    ცნობილი გახდა, რომ თბილისში, ტრანსგედერი ქალი, კესარია აბრამიძე მოკლული იპოვეს -  ამის შესახებ ინფორმაცია   შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. შსს ადასტურებს, რომ 37 წლის ქა...

  • 15:15

    გარდაიცვალა ჩვენი 2 თანამშრომელი, მატარებლის მგზავ...

    "დღეს, 3 სექტემბერს, თბილისში, დიდუბე-ავჭალის მონაკვეთზე მომხდარი სარკინიგზო შემთხვევის გამო გარდაიცვალა საქართველოს რკინიგზის ორი თანამშრომელი, რომლებიც გეგმიურ სამუშაოებს ასრულებდნენ. ამ დროისთვის გ...

  • 14:36

    ფეიქრებზე მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა - ...

    თბილისში, ფეიქრებთან მატარებელი სამუშაო პლატფორმას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად დაღუპულია 2 ადამიანი, სავარაუდოდ იქ მომუშავე მუშები. მატარებელი ბათუმიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. წინასწარი...

  • 13:38

    ვაშლიჯვარში 52 მოქალაქეს დაახლოებით 10 179 224 ლარ...

    პროკურატურის განცხადებით, 52 მოქალაქისთვის უხარისხოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გადაცემის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს. საუბარია შპს "თორის" დამფუძნებელზე. გამოძიების ცნობით, კომპანიამ&nbs...

  • 11:37

    სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღებში აღსაზრდელებს ...

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სექტემბრიდან, საბავშვო ბაგა-ბაღების აღსაზრდელებს ახალი სათამაშოები და სხვა მეთოდური მასალები დახვდებათ, რისთვისაც სააგენტოს ბიუჯეტიდან 1 მილ...

  • 13:38

    "რო­დე­საც მე აღარ ვიქ­ნე­ბი, ამ საჩუქრით გამიხსენ...

    "ივლისში სხვანაირი მზე ამოგვიბრწყინდა... (შეპირებული წერილი შვილს) "ოთხი წელი გავიდა შენი დაბადებიდან, ჩემო - პირმომღიმარო.და როგორც შეგპირდი, მე ისევ წერილს გწერ. რადგან, როგორც დაბადებისას გითხარი, ...