0 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ტრაგედია დუშეთში - ავარიის შედეგად 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა მას არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი დაეჯახა

გუშინ, 26 ივლისს, გვიან ღამით დუშეთის რაიონის სოფელ არაგვისპირში ავარია მოხდა, რომელსაც 16 წლის მოზარდი ემსხვერპლა. არასრულწლოვანს "მერსედესის" მარკის ავტომობილი გზის გადაკვეთის დროს დაეჯახა.

 ტრაგედიას ბავშვის დედაც შეესწრო, რომელიც შვილს გზის მეორე მხარეს ელოდებოდა. პროკურატურამ ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე, რამაც არასრულწლოვნის გარდაცვალება გამოიწვია, პოლიციის თანამშრომელი დააკავა.

 გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 ივლისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის დუშეთის რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ვ.ფ. მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით, სტეფანწმინდის მიმართულებით მოძრაობდა.

 სოფელ არაგვისპირთან ის შეეჯახა ქვეითად მოსიარულე არასრულწლოვანს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისას გარდაიცვალა. ადგილობრივები ამბობენ, რომ ამ ადგილას არც სიჩქარის შემზღუდველი და არც სხვა არანაირი საგზაო ნიშანი არ დგას, ამიტომ ავტოსაგზაო შემთხვევები სოფელ არაგვისპირთან ხშირად ხდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები