0 3 : 2 5
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“ძალიან უფრთხილდებოდა უმცროს ძმას, არ უნდოდა ეს ყველაფერი გაეგო…” – რა საიდუმლოს უმალავდა 23 წლის გარდაცვლილი გოგონა საკუთარ ძმას

23 წლის გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის დედა სამძიმარზე მისულ ჟურნალისტ ეკა მიშველაძეს ესაუბრა. ამის შესახებ მან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა.

როგორც გარდაცვლილის დედა ამბობს, შვილს ფსიქოლოგთან მისვლა თავად შესთავაზა, თუმცა თამარს ფსიქოლოგი უკვე შერჩეული ჰყავდა და მასთან საბურთალოზე დაიწყო სიარული. ის პატიმრებთან და არასრულწლოვანებთან მუშაობდა.

„ძალიან ბევრს სწავლობდა, მეცადინეობდა, არასოდეს კმაყოფილდებოდა მიღწეულით და ამ ემოციური გადაღლილობის გამო გადაწყვიტა ფსიქოლოგთან მისვლა. როცა პანდემიის პერიოდში ფსიქოლოგს ონლაინ ესაუბრებოდა, ცდილობდა მის ძმას არ გაეგო, რადგან ძალიან უფრთხილდებოდა“, – უთხრა ეკამიშველაძეს გარდაცვლილის დედამ.

თეონა თამაზაშვილმა საუბრისას ასევე გაიხსენა მისი ერთ-ერთი დაბადების დღე, როცა შვილმა სამსახურთან ახლოს სალონში წაიყვანა. დედის თხოვნაზე, შენობა მაინც ეჩვენებინა მისთვის, ახალგაზრდამ ამას თავი აარიდა და თემა შეცვალა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები