0 3 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

"გავეცანით მტკიცებულებებს, ფიზიკურად შეუძლებელია ბრალის დამძიმება" - შაქარაშვილის საქმეზე ბრალდენული არასრულწლოვნის ადვოკატი

 მასალები, რომლებიც წარმოდგენილი არის და რომელიც სასამართლოში იგზავნება აქ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს - ამის შესახებ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულის ადვოკატმა განცხადა. მისი თქმით, ოჯახის მოთხოვნა, "ტოიოტა ქამრის" ყველა მგზავრის დაკავების შესახებ, შესაძლოა არასრულწლოვნებზე ვეღარ გავრცელდეს.
 "ჩვენ გადავეცით გარკვეული მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებს ზ.ხ უდანაშაულობას წარდგენილ ბრალდებაში და გამოძიებამ გადმოგვცა ყველა ის მტკიცებულება, რომელიც მან წარმართა სასამართლოში. ზ.ხ-სთან მიმართებაში. მასალები, რომლებიც წარმოდგენილი არის და რომელიც სასამართლოში იგზავნება აქ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ დგინდებოდეს ზ.ხ რაიმე სახით შემხებლობა ან შაქარაშვილთან, ან იმ ბრალთან, რომელიც მას აქვს წარდგენილი. საქმის ფარგლებში, რომელ საქმეზეც ახლა ვსაუბრობთ, გაძლევთ პირობას, რომ ფიზიკურად შეუძლებელი არის ბრალის დამძიმება ზ.ხ-სთან მიმართებაში, - ამბობს გელხაური.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები