0 3 : 2 8
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„ილია, თუ ჩემი გესმის, გთხოვ, დაბრუნდი. შენთან ჩამოვედი, შენ წასაყვანად. ძალიან მიყვარხარ. გთხოვ დაბრუნდი“ - დაკარგული 13 წლის მოზარდის დედა ფიქრობს, რომ მისი შვილი შესაძლოა თბილისში იყოს

ილია ფილფანის დედამ ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც შვილს სახლში დაბრუნებას სთხოვს.

"თუ განვიხილავთ გაქცევის ვერსიას, როგორც დედამ, არ ვიცი, სად უნდა წასულიყო. მესმის, რომ უზარმაზარი მანძილებია, მაგრამ ერთადერთი, სადაც შეეძლო წასვლა, არის თბილისი, რადგან ძალიან კარგად იცნობს აქაურობას, ბევრ დროს ვატარებდით, ბევრს ვსეირნობდით. თბილისში მისი მამიდა ცხოვრობს, სადაც ხშირად ვჩერდებოდით. მან იცის, სად არის ბინა და შეუძლია თავად მიაგნოს. არ მჯერა, რომ შეიძლება ბათუმში ან ქობულეთში იყოს, თუმცა შესაძლოა ვცდები. ილია, თუ ჩემი გესმის, გთხოვ, დაბრუნდი. შენთან ჩამოვედი, შენ წასაყვანად. ძალიან მიყვარხარ. გთხოვ დაბრუნდი", - განაცხადა თბილისში გუშინ ჩამოსულმა ქსენია ფილფანმ

კომენტარები

მსგავსი სიახლეები