0 5 : 2 4
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

“პოლიციამ გაავრცელა წერილზე, არანაირი წერილი არ ყოფილა”- რა იპოვეს სინამდვილეში ბაჩალიაშვილის მანქანაში?

23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, მათ გარდაცვლილის არა წერილები, არამედ ფერადი ფურცლები იპოვეს, სადაც ყოველდღიური ჩანაწერებია და მას ანდერძის სახე არ ჰქონია. როგორც ადვოკატმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა, თამარ ბაჩალიაშვილს საფულეში პლასტიკური ბარათები აღმოჩნდა.

მიხეილ რამიშვილის თქმით, უკვე ამოღებულია გარდაცვლილის ტელეფონი, თუმცა ჯერ ექსპერტიზა არ ჩატარებულა.

„ჟურნალისტებმა დამისვეს კითხვა, თითქოს წერილი აღმოჩნდაო. როგორც გავიგე, ეს ინფორმაცია პოლიციის მხრიდან გავრცელებულა. როდესაც კითხვები დამისვეს, არანაირი წერილი არ ყოფილა. ეს არის პატარა, ოთხკუთხედი ფურცლები. ძალიან ბევრი ფურცელი ჰქონდა თავის საფულეში, სადაც ყოველდღიური ჩანაწერები წერია. ჩვეულებრივი ამბავია ის, რომ გამოიყენეთ ჩემი ანაბრიდან თანხაო. ვისია, ვისი მისამართით წერია, ეს მითითებული არ არის. არც ნომერია მითითებული, არც სახელი და გვარი, ვინ უნდა გამოიყენოს. ყველა პლასტიკური ბარათი საფულეში ჰქონდა. შესაბამისად, როდინდელია და ვისი, ჩატარდება შესაბამისი ექსპერტიზა და დადგინდება. ამას არანაირი ანდერძის სახე არ ჰქონია. ტელეფონი ამოღებულია, მაგრამ ჯერ ექსპერტიზა არ ჩატარებულა“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები