0 5 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

„შეიძლება თავისივე მეგობრებმა სცემეს, იმიტომ, რომ მათ ჩხუბში არ მიეხმარა, აშველებდა და შემდეგ გაიქცა" - არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამა

 არასრულწლოვანი ზ.ხ.-ს მამის განცხადებით, ვერსიას, რომ გიორგი შაქარაშვილი შესაძლოა, თავისივე ძმაკაცებს ეცემათ, არავინ განიხილავს.

„შეიძლება თავისივე მეგობრებმა სცემეს, იმიტომ, რომ მათ ჩხუბში არ მიეხმარა, აშველებდა და შემდეგ გაიქცა. რა თქმა უნდა, ამირხანაშვილი ჩემს შვილს ამოიცნობს, ის ჩემი შვილის მანქანაში იყო, როდესაც ჩამოიყვანეს. ჩემი შვილი ყვება, რომ აგარაკზე მისვლის შემდეგ მანქანიდან გადავიდა, სხვა ბიჭები გაიქცნენ და სად გაიქცნენ ვერ დაინახა. გური ამირხანაშვილი უკანა გზაზე ნახეს. უყვებოდა ის ბიჭი საერთოდ არაფერ შუაში არ იყოო და ნერვიულობდა. თუ ოჯახს აწყობს, რომ უდანაშაულო ხალხი დაისაჯოს კი ბატონო, მაგრამ ოჯახმა უნდა იპოვოს ის, ვინც მართლა დააშავა”, - განაცხადა არასრულწლოვნის მამამ. 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები