0 5 : 1 6
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევიდან 2-ის წყარო დაუდგენელია

 ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადება. 

 „გვყავდა 1039 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 10 ახალი დადასტურებული შემთხვევა და გვყავს 1049 დადასტურებული  შემთხვევა. გამოჯანმრთელებულების რიცხვი მხოლოდ 3-ით გაიზარდა - იყო 900 და გახდა 903. ამ მონაცემებით, გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი 86 %-ია, ხოლო კოვიდცენტრებში ამ მონაცემების გათვალისწინებით, დღეს 168 კოვიდდადასტურებული პაციენტი მკურნალობს. ამ 10 ახალი შემთხვევიდან, 5 გახლავთ დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტები, 3 გახლავთ შემოტანილი შემთხვევა, აქედან 1 არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი, 2 გახლავთ საკარანტინო სივრციდან. 2 პაციენტზე მიმდინარეობს ეპიდემიოლოგიური კვლევა კონტაქტების მოძიებით და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები