0 5 : 1 7
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ქუთაისში მოკლული ქალის დედა პირველ კომენტარს აკეთებს

ქუთაისში სასტიკად მოკლული 30 წლის ქალის დედა, თამილა ჩეჩელაშვილი „მთავართან” საუბრისას ამბობს, მკვლელობას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღვოდა წინ, რადგან ნივთები დამტვრეული იყო.

ოჯახი ითხოვს, რომ დამნაშავე პირი კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს. ასევე, მეზობლების დაკავებასაც ითხოვენ რადგან, ვარაუდობენ, რომ სიტყვიერი დაპირისპირებისას ხმას აუცილებლად გაიგონებდნენ, მათ კი რეაქცია არ ჰქონიათ.

რაც შეეხება დაკავებულს, მოკლულის დედა ამბობს, რომ ბრალდებული მასაჟისტია, მისი შვილიშვილთან ხშირად დადიოდა, თუმცა რა უნდა გამხდარიყო მკვლელობის მიზეზი, ოჯახისთვის უცნობია.

„მასაჟისტი იყო, შვილიშვილს უკეთებდა მასაჟებს… პათოლოგი, ლოთი, ფსიქიკური პრობლემები ჰქონია. კიდე კაი ჩემი შვილიშვილი არ იყო სახლში, თორემ იმასაც მოკლავდა, ისეთ აფექტში იყო”, – ამბობს მოკლულის დედა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები