0 5 : 2 3
სარეკლამო ადგილი - 21
620 x 80
 | 

მსოფლიო

ნანკა კალატოზიშვილი: „მართლა მაინტერესებს, ნიკა გვარამიას ჯინაზე, შეიძლება, რომ კითხვები არ გაგიჩნდეთ?“

ნანკა კალატოზიშვილი სოციალურ ქსელში ნიკა გვარამიას გუშინდელ გადაცემას ეხმაურება და წერს:

„ნიკა გვარამია შეიძლება მოგწონდეთ ან არ მოგწონდეთ, გეზიზღებოდეთ ან იყოთ ნეიტრალურები. ეს თქვენი პირადი საქმეა, მაგრამ ის გადაცემა, რაც გუშინ იყო, ექსპერტიზის განხილვა, ფაქტები და დეტალები, ანუ მართლა მაინტერესებს, ნიკა გვარამიას ჯინაზე, შეიძლება, რომ კითხვები არ გაგიჩნდეთ? ან ნიკა გვარამიას ჯინაზე თანახმა ხართ, რომ ტელევიზიები აღარ იძიებდნენ და ერთი საქმე მაინც არ მივიდეს როდესმე ბოლომდე? მართლა მაინტერესებს. მსხვერპლშეწირვაა ბავშვების? მერამდენე უნდა მოკლან, ან პოლიციიდან გამოსულმა მოიკლას თავი, რომ გვარამიას ან ნაცების ჯინაზე არ შეიმჩნიოთ? რამდენი ადამიანის სიცოცხლით ფასდება თქვენი ზიზღი? რამდენია კიდე საჭირო, რომ თქვათ დღეს, ახლა და აქ უნდა გადავარჩინოთ ადამიანები, გამოვიძიოთ დანაშაულები და ამ ბავშვებმა არ უნდა გამოისყიდონ წარსულის ტკივილი, საკუთარი სიცოცხლის ფასად!“

კომენტარები

მსგავსი სიახლეები